წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) თებერვალი 2013

 ჩვენი არქივიდან

დაუვიწყარი „შემოქმედების დრამა“

დაუვიწყარი „შემოქმედების დრამა“

დაუვიწყარი! აი, როგორ აღწერს ბევრი „შემოქმედების დრამას“. ის დროული იყო და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მათზე, ვინც უყურა მას. ნამდვილად, „შემოქმედების დრამამ“ დაამოწმა იეჰოვას შესახებ და განადიდა ის, რის შემდეგაც მალევე ჰიტლერმა სასტიკი დევნა დაუწყო ღვთის ხალხს მთელ ევროპაში. რა იყო „შემოქმედების დრამა“?

ახალი დრამის სახელი დაფუძნებული იყო წიგნ „შეფფუნგზე“ (შემოქმედება)

1914 წელს იეჰოვას მოწმეების მთავარმა სამმართველომ ბრუკლინში (ნიუ-იორკი, აშშ) გამოუშვა რვასაათიანი „შემოქმედების ფოტოდრამა“, რომელიც შედგებოდა მოძრავი ფერადი სურათებისა და სლაიდებისგან და გაფორმებული იყო მუსიკით. მთელ მსოფლიოში „შემოქმედების ფოტოდრამას“ მილიონობით ადამიანმა უყურა. 1914 წელს აგრეთვე გამოსცეს მოკლე ვერსია — „ევრიკადრამა“. მაგრამ 1920-იან წლებში სლაიდები და ფირები გაცვდა, აპარატურა კი მწყობრიდან გამოვიდა. „ფოტოდრამის“ ნახვა კი კვლავაც ბევრს სურდა. მაგალითად, ლუდვიგსბურგის (გერმანია) მცხოვრებლები კითხულობდნენ, თუ როდის შეეძლოთ კვლავ „ფოტოდრამის“ ნახვა. რის გაკეთება შეიძლებოდა?

1920-იან წლებში მაგდებურგის (გერმანია) ბეთელის ოჯახის წარმომადგენლებმა შეისყიდეს ფირები საინფორმაციო სააგენტოსგან პარიზში (საფრანგეთი) და სლაიდები გრაფიკული კომპანიებისგან ლაიფციგსა და დრეზდენში. ამ ფირებითა და სლაიდებით და ჯერ კიდევ ვარგისი ძველი სლაიდებით, აღადგინეს „ფოტოდრამა“.

ნიჭიერმა მუსიკოსმა, ძმა ერიხ ფროსტმა, შექმნა მუსიკა ფირებისა და სლაიდების გასაფორმებლად. მთხრობელის ტექსტი ნაწილობრივ აიღეს წიგნ „შემოქმედებიდან“. ამიტომაც „ფოტოდრამის“ განახლებულ ვერსიას ახალი სახელი „შემოქმედების დრამა“ უწოდეს.

„ფოტოდრამის“ მსგავსად, ახალი დრამაც რვასაათიანი იყო. ახალ დრამას ნაწილ-ნაწილ უყურებდნენ ყოველ საღამოს. მასში დაწვრილებით განიხილებოდა შემოქმედების დღეები; საუბარი იყო ბიბლიასა და ისტორიულ ფაქტებზე; ნაჩვენები იყო, რომ ცრუ რელიგიას კაცობრიობა შეცდომაში ჰყავდა შეყვანილი. ხალხმა „შემოქმედების დრამა“ ნახა ავსტრიაში, გერმანიაში, ლუქსემბურგსა და შვეიცარიაში; ეს დრამა აგრეთვე ნაჩვენები იყო გერმანულენოვანი მოსახლეობისთვის სხვა ქვეყნებში.

ერიხ ფროსტი და მის მიერ „შემოქმედების დრამისთვის“ დაწერილი მუსიკის ნოტები

ერიხ ფროსტი ჰყვება: „დრამის ჩვენებისას ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ორკესტრში უკრავდა, ვურჩიე, რომ შესვენების დროს რიგები ჩამოევლოთ და აუდიტორიისთვის შეეთავაზებინათ  ჩვენი შესანიშნავი წიგნები და ბროშურები. ასე უფრო მეტი ლიტერატურა გავავრცელეთ, ვიდრე კარდაკარ მსახურების დროს“. იოჰანეს რაუტე, რომელმაც ორგანიზება გაუწია დრამის ჩვენებას პოლონეთსა და დღევანდელ ჩეხეთის რესპუბლიკაში, იხსენებს, რომ ბევრმა დამსწრემ დატოვა მისამართი, რათა მოენახულებინათ ისინი. მოგვიანებით მათთან საინტერესო საუბრები შედგა.

1930-იან წლებში „შემოქმედების დრამის“ ჩვენების დროს დარბაზები ხალხით ივსებოდა. ყველგან იეჰოვას მოწმეებზე ლაპარაკობდნენ. 1933 წლისთვის თითქმის მილიონმა ნახა დრამა, რომლის ჩვენებას გერმანიის ფილიალმა გაუწია ორგანიზება. „დრამისთვის რომ გვეყურებინა, — იხსენებს კეტე კრაუსი, — 5 დღის განმავლობაში ტყეების, გორებისა და ველების გავლით ყოველდღე 10 კილომეტრს გავდიოდით“. «„შემოქმედების დრამამ“ შემაყვარა ჭეშმარიტება», — ამბობს ელზე ბილჰარცი.

ალფრედ ალმენდინგერი ჰყვება, რომ დედამისზე დრამის ნახვამ იმდენად იმოქმედა, რომ იყიდა ბიბლია, რათა ენახა სიტყვა „განსაწმენდელი“. ვინაიდან ბიბლიაში ეს სიტყვა ვერ იპოვა, მან მიატოვა ეკლესია და მოინათლა. «„შემოქმედების დრამა“ უამრავ ადამიანს დაეხმარა ჭეშმარიტების მიღებაში», — იხსენებს ერიხ ფროსტი (3 იოანე 1—3).

მთელ ევროპაში „შემოქმედების დრამა“ უამრავმა ადამიანმა ნახა; ამ დროის განმავლობაში ნაცისტური რეჟიმი უფრო და უფრო იკიდებდა ფეხს. 1933 წლის დასაწყისში გერმანიაში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აიკრძალა. ამ დროიდან დაწყებული 1945 წლამდე, მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე, ევროპაში იეჰოვას მსახურებს ინტენსიურად დევნიდნენ. ერიხ ფროსტმა პატიმრობაში დაახლოებით 8 წელი გაატარა. მაგრამ ის გადარჩა და მოგვიანებით მსახურობდა ვისბადენის ბეთელში (გერმანია). რა კარგი იყო, რომ ეს დაუვიწყარი „შემოქმედების დრამა“ დროულად გამოვიდა, რათა გაეძლიერებინა უამრავი ქრისტიანი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს რწმენის გამოცდებს შეხვდებოდნენ (ჩვენი არქივიდან, გერმანიაში).

 

 

გაიგეთ მეტი

100-წლიანი ეპოსი, რომელიც რწმენას გვიმტკიცებს

წელს 100 წელი სრულდება „შემოქმედების ფოტოდრამის“ პრემიერიდან, რომელიც ხალხს ღვთის სიტყვისადმი რწმენას უმტკიცებდა.