წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) იანვარი 2013

კარგად დაგეგმილ კამპანიას კარგი შედეგები მოჰყვა

კარგად დაგეგმილ კამპანიას კარგი შედეგები მოჰყვა

პატარა გულმოდგინე მაუწყებელი მარია ისაბელი ცხოვრობს ქალაქ სან-ბერნარდოში (ჩილე, სამხრეთი ამერიკა). ის და მისი ოჯახის წევრები მაპუჩეს ტომიდან არიან. მთელი ოჯახი ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ ჩამოყალიბებულიყო კრება მაპუდუნგუნის ენაზე, რომელიც მაპუჩე ხალხის ენაა.

გამოცხადდა, რომ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო ჩატარდებოდა მაპუდუნგუნის ენაზე და გასავრცელებლად დაიბეჭდა 2 000 მოსაწვევი გახსენების საღამოზე დასაპატიჟებლად. ამან დააფიქრა მარია ისაბელი. რის გაკეთება შეეძლო მას? გოგონამ გაიხსენა სხვა ახალგაზრდა მოწმეების შემთხვევები, რომლებსაც კარგი შედეგები ჰქონდათ თანაკლასელებთან და მასწავლებლებთან ქადაგების დროს. მარია ისაბელი დაელაპარაკა მშობლებს და მათ ერთად გადაწყვიტეს, რომ ის მოიფიქრებდა, თუ როგორ გაავრცელებდა მოსაწვევებს სკოლაში. რა მოიფიქრა მან?

თავდაპირველად, მარია ისაბელმა სთხოვა სკოლის ხელმძღვანელობას, რომ უფლება მიეცათ, სკოლის შესასვლელთან მოსაწვევი გაეკრა. მათ ნება მისცეს და შეაქეს კიდეც ასეთი ინიციატივისთვის. ერთ დილით, როცა სკოლის ზარმა დარეკა, დირექტორმა ხმის გამაძლიერებლითაც კი გამოაცხადა ამ მოსაწვევების შესახებ.

შემდეგ მარია ისაბელმა ყველა საკლასო ოთახში შესვლის ნებართვა ითხოვა. მასწავლებლებისგან ნებართვის მიღების შემდეგ ის თითოეულ კლასში შედიოდა და მოსწავლეებს ეკითხებოდა, რომელიმე ხომ არ იყო მაპუჩეს ტომიდან. „ვფიქრობდი,მთელ სკოლაში 10-15 მოსწავლე თუ იქნებოდა მაპუჩეს ტომიდან, — თქვა მან. — მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ბევრად უფრო მეტი აღმოჩნდა — 150 მოსაწვევი გავავრცელე“.

„ის არ ელოდა, ბავშვი თუ შეხვდებოდა“

ერთმა ქალბატონმა ნახა სკოლის შესასვლელში გაკრული მოსაწვევი და იკითხა, თუ ვის შეიძლებოდა დალაპარაკებოდა ამის შესახებ. წარმოიდგინეთ ამ ქალბატონის გაოცება, როდესაც ხელში 10 წლის გოგონა შერჩა. „ის არ ელოდა, ბავშვი თუ შეხვდებოდა“, — ღიმილით თქვა მარია ისაბელმა. გოგონამ ქალბატონს მისცა მოსაწვევი და მოკლედ აუხსნა, თუ რის შესახებ იყო ის. შემდეგ მარია ისაბელმა ჰკითხა მას მისამართი და უთხრა, რომ მშობლებთან ერთად მოინახულებდა მას და უფრო მეტს მოუყვებოდნენ ღვთის სამეფოს შესახებ. როგორ გაუხარდებოდა 20 მაუწყებელს, რომლებიც მაპუდუნგუნის ენაზე ქადაგებდნენ, გახსენების საღამოზე ამ ქალბატონისა და მის მიერ დაინტერესებული 26 პიროვნების დანახვა, რომლებიც მაპუჩეს ტომიდან იყვნენ. დღეს აქ უკვე აქტიური კრებაა.

რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, შეგიძლიათ მსგავსი ინიციატივა გამოავლინოთ და გახსენების საღამოზე, საჯარო მოხსენებასა თუ საოლქო კონგრესზე დაპატიჟოთ თანაკლასელები ან თანამშრომლები? ჩვენს პუბლიკაციებში მოცემული შემთხვევები დაგეხმარებათ, ამას წარმატებით რომ გაართვათ თავი. აგრეთვე სთხოვეთ იეჰოვას წმინდა სული, რათა გაბედულად ილაპარაკოთ მის შესახებ (ლუკ. 11:13). თუ ასე მოიქცევით, თქვენც გაგაოცებთ და გაგამხნევებთ ის შედეგები, რაც თქვენს ძალისხმევას მოჰყვება.