წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ნოემბერი 2012

 ჩვენი არქივიდან

„ეს იყო საუკეთესო ცნობა, რაც კი ოდესმე მოუსმენიათ“

„ეს იყო საუკეთესო ცნობა, რაც კი ოდესმე მოუსმენიათ“

„რისთვის არის ეს ყველაფერი?“ — იკითხა ჯორჯ ნეიშმა, როდესაც სასკატუნში (სასკაჩევანი, კანადა) ერთ საწყობთან 18-მეტრიანი მორების გროვა ნახა. მას უპასუხეს, რომ ამ ხის მასალას პირველი მსოფლიო ომის დროს სიგნალის გადამცემი კოშკების ასაგებად იყენებდნენ. მოგვიანებით ძმა ნეიში იხსენებდა: „თავში ერთმა აზრმა გამიელვა — ამ მასალით ხომ რადიოკოშკის აგებაც შეიძლება. ასე დაიბადა თეოკრატიული რადიოსადგურის დაარსების იდეა“. ერთი წლის შემდეგ, 1924 წელს, ამოქმედდა რადიოსადგური CHUC-ი. ეს იყო ერთ-ერთი პირველი რადიოსადგური, რომელიც რელიგიურ საკითხებს აშუქებდა კანადაში.

1) ედმონტონის სადგური, ალბერტის პროვინცია 2) ძმა ცვლის გადამცემის ტრანზისტორს (ტორონტო, ონტარიო)

ვინაიდან კანადა სიდიდით ევროპას უტოლდება, ის იდეალური ადგილი იყო რადიოს მეშვეობით ქადაგებისთვის. „რადიოტრანსლიაციის წყალობით ჭეშმარიტებამ იმ ადამიანებამდეც მიაღწია, ვისაც პირადად ვერ შევხვდებოდით, — ამბობს ფლორენს ჯონსონი, რომელიც სასკატუნის რადიოსადგურში მუშაობდა. — და რადგანაც რადიო მაშინ უცხო ხილი იყო, ხალხი მზად იყო ყველაფრის მოსასმენად, რაც კი გადაიცემოდა“. 1926 წლისთვის ბიბლიის მკვლევრებმა (ასე ერქვათ მაშინ იეჰოვას მოწმეებს) აამოქმედეს თავიანთი რადიოსადგურები კანადის ოთხ ქალაქში. *

CHUC-ის სტუდია სასკატუნში (სასკაჩევანი)

რას გაიგებდით, თუ რადიოს ერთ-ერთ ამ ტალღაზე მომართავდით? ადგილობრივი კრებიდან და-ძმები ხშირად მღეროდნენ მუსიკალური აკომპანემენტის ან პატარა ორკესტრის თანხლებითაც. რა თქმა უნდა, ძმები წარმოთქვამდნენ ქადაგებებსაც და ეთერში მსჯელობდნენ ბიბლიურ საკითხებზე. ემი ჯოუნზი, რომელიც მონაწილეობდა ასეთ მსჯელობებში, იხსენებს: «ქადაგების დროს, როცა მობინადრეს ჩემს თავს წარვუდგენდი, ხანდახან მეუბნებოდნენ: „ა, ეს თქვენ ხართ? მე თქვენ რადიოში მოგისმინეთ!“».

„იმდენი ზარი შემოდიოდა, რომ შეუძლებელი იყო ყველა ზარზე პასუხის გაცემა“

ბიბლიის მკვლევრებმა ჰალიფაქსში, ახალ შოტლანდიაში, საფუძველი ჩაუყარეს რადიოგადაცემის ახალ ფორმატს — მსმენელებს შეეძლოთ დაერეკათ და პირდაპირ ეთერში დაესვათ ბიბლიური კითხვები. „ამ სიახლეს ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა, — წერდა ერთი ძმა. — იმდენი ზარი შემოდიოდა, რომ შეუძლებელი იყო ყველა ზარზე პასუხის გაცემა“.

 როგორც მოციქული პავლეს დროს, ბიბლიის მკვლევრების შემთხვევაშიც გამოხმაურება სხვადასხვანაირი იყო (საქ. 17:1—5). ზოგიერთ მსმენელს მოსწონდა ბიბლიური ცნობა. მაგალითად, როდესაც ჰექტორ მარშალმა რადიოთი მოისმინა „საღვთო წერილის გამოკვლევის“ შესახებ, შეუკვეთა 6 ტომი. მოგვიანებით ის წერდა: „ვფიქრობდი, რომ ეს წიგნები დამეხმარებოდა, მესწავლებინა საკვირაო სკოლაში“. როგორც კი ჰექტორმა პირველი ტომის კითხვა დაამთავრა, გადაწყვიტა, დაეტოვებინა თავისი ეკლესია. ის გახდა გულმოდგინე მქადაგებელი და სიკვდილამდე, 1998 წლამდე, ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას. ახალი შოტლანდიის აღმოსავლეთ ნაწილში, როდესაც ეთერში წარმოითქვა მოხსენება „სამეფო — კაცობრიობის იმედი“, პოლკოვნიკმა ჯონ მაკდონალდმა მეორე დღეს ერთ ადგილობრივ ძმას უთხრა: „გუშინ ხალხმა კეიპ-ბრეტონის კუნძულზე მოისმინა ბიბლიური ცნობა. ეს იყო საუკეთესო ცნობა, რაც კი ოდესმე მოუსმენიათ მსოფლიოს ამ ნაწილში“.

მეორე მხრივ, სამღვდელოება ძალიან განრისხდა. ჰალიფაქსში ზოგი კათოლიკე იმუქრებოდა, რომ დაარბევდა იმ რადიოსადგურს, რომელიც გადასცემდა ბიბლიის მკვლევრების პროგრამებს. სამღვდელოების წაქეზებით 1928 წელს მთავრობამ განაცხადა, რომ ბიბლიის მკვლევრებს რადიოგადაცემების ლიცენზიას აღარ გაუგრძელებდა. ასეთი უსამართლო ქმედების საპასუხოდ, და-ძმებმა გაავრცელეს საინფორმაციო ფურცლები სათაურით „ვისია საეთერო სივრცე?“. ამის მიუხედავად, მთავრობის წარმომადგენლებმა უარი უთხრეს ბიბლიის მკვლევრებს რადიოგადაცემების ლიცენზიის გაგრძელებაზე.

ხომ არ ჩაახშო ამან კანადაში იეჰოვას მსახურთა პატარა ჯგუფის სულისკვეთება? „თავიდან ისე ჩანდა, თითქოს მტრებმა დიდი გამარჯვება მოიპოვეს, — აღნიშნა იზაბელ უეინრაიტმა. — მაგრამ ვიცოდი, რომ თუ რადიოთი ქადაგება იეჰოვას ნება იყო, ის არავის მისცემდა უფლებას, ხელი შეეშალა ამისთვის. ეს იმას ნიშნავდა, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად ახლა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი მეთოდი უნდა გამოგვეყენებინა“. ნაცვლად იმისა, რომ ქადაგების საქმეში რადიოს დაყრდნობოდნენ, კანადელმა და-ძმებმა დაიწყეს ადამიანების პირადად მონახულება სახლებში. მაგრამ იმ დროისთვის რადიომ მართლაც დიდი როლი შეასრულა „საუკეთესო ცნობის“ გავრცელების საქმეში (ჩვენი არქივიდან, კანადაში).

^ აბზ. 4 ბიბლიური ცნობის გასავრცელებლად კანადელი ძმები აგრეთვე სარგებლობდნენ კომერციული რადიოსადგურებითაც.

[ჩანართი 32 გვერდზე]