წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) სექტემბერი 2012

თეოკრატიული სკოლები — იეჰოვას სიყვარულის მტკიცება

თეოკრატიული სკოლები — იეჰოვას სიყვარულის მტკიცება

იეჰოვა არის „დიდებული მოძღვარი“ (ეს. 30:20). სიყვარული აღძრავს მას, ასწავლოს სხვებს. მაგალითად, სიყვარულით აღძრულმა იეჰოვამ აჩვენა იესოს ყველაფერი, „რასაც თვითონ აკეთებს“ (იოან. 5:20). ჩვენდამი, მისი მოწმეებისადმი, სიყვარული აღძრავს ღმერთს, მოგვცეს „სწავლულთა ენა“, რათა მთელი შემართებით განვადიდოთ ის და დავეხმაროთ სხვებს (ეს. 50:4).

ხელმძღვანელი საბჭოს სასწავლო კომიტეტი ჰბაძავს იეჰოვას სიყვარულის გამოვლენაში და 10 თეოკრატიული სკოლის მეშვეობით ასწავლის მათ, ვისაც ამის სურვილი და შესაძლებლობა აქვს. არის ეს სკოლები თქვენთვის იმის მაჩვენებელი, რომ იეჰოვას უყვარხართ?

გაიგეთ უფრო მეტი ამ თეოკრატიული სკოლების შესახებ და გაეცანით იმ და-ძმების კომენტარებს, რომლებმაც გაიარეს ეს სკოლები. შემდეგ ჰკითხეთ საკუთარ თავს: „როგორ შემიძლია სარგებლობა მივიღო ამ ღვთიური განათლებიდან?“.

 სარგებლობა, რომელიც თეოკრატიულ განათლებას მოაქვს

სიყვარულის ღმერთი იეჰოვა გვთავაზობს სწავლებას, რომელიც აზრს სძენს ჩვენს ცხოვრებას, გვამზადებს სირთულეების გადასალახავად და გვეხმარება, უდიდესი სიხარული განვიცადოთ მსახურებაში (2 კორ. 13:11). პირველი საუკუნის მოწაფეების მსგავსად, ჩვენც ყველანაირად ვართ აღჭურვილი, დავეხმაროთ სხვებს და „ვასწავლოთ მათ ყველაფრის დაცვა“, რაც იესომ გვიბრძანა (მათ. 28:20).

მართალია, ვერ შევძლებთ ათივე სკოლის გავლას, მაგრამ შეგვიძლია ერთი ან რამდენიმე მათგანის მეშვეობით მივიღოთ ბიბლიური რჩევები. ამასთანავე, თუ ვითანამშრომლებთ მათთან, ვინც ასეთი დასწავლება მიიღო, შევძლებთ, უფრო დახელოვნებული მსახურები გავხდეთ.

ჰკითხე საკუთარ თავს: „მაძლევს ჩემი მდგომარეობა საშუალებას, გავიარო ამ სკოლებიდან რომელიმე?“.

იეჰოვას თაყვანისმცემლებისთვის დიდი პატივია, მხარი დაუჭირონ ამ ძვირფას სკოლებს და მიიღონ ასეთი დასწავლება. დაე, ამ განათლებამ უფრო დაგაახლოვოთ იეჰოვასთან და მოგამზადოთ ღვთის წინაშე დაკისრებული პასუხისმგებლობების შესასრულებლად! ეს სკოლები განსაკუთრებით გვამზადებს, ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა, რაც ნამდვილად გადაუდებელი საქმეა.

 

გაიგეთ მეტი

სკოლები პიონერებისთვის

რა სპეციალურ დასწავლებას გადიან ისინი, რომლებიც სრულ დროით ქადაგებენ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას?