წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! დეკემბერი 2015

 მთავარი თემა | როგორ მივაღწიოთ ოჯახურ იდილიას?

როგორ შევქმნათ მშვიდი გარემო?

როგორ შევქმნათ მშვიდი გარემო?

თვლით, რომ ბიბლიას შეუძლია ამ მხრივ თქვენი დახმარება? შეადარეთ ქვემოთ მოცემული ბიბლიური აზრები იმ ადამიანების სიტყვებს, რომელთათვისაც ბიბლიური რჩევები დამხმარე აღმოჩნდა. დაფიქრდით, რომელი რჩევები დაგეხმარებათ, თავი აარიდოთ ოჯახურ კონფლიქტებს, შეინარჩუნოთ მშვიდობა და განამტკიცოთ ოჯახური კვანძები.

 ბიბლიური პრინციპები, რომლებიც ხელს უწყობს მშვიდობის შენარჩუნებას

განივითარეთ ერთმანეთის მიმართ დადებითი განწყობა

„ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად, და მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილიპელები 2:3, 4).

„მე და ჩემი მეუღლე მივხვდით, რომ ერთმანეთი საკუთარ თავზე და სხვებზე მნიშვნელოვნად უნდა ჩავთვალოთ“ (ქალბატონი, რომელიც 19 წლის დაქორწინებულია).

მოუსმინეთ ყურადღებით და იყავით ობიექტურები

„კვლავ შეახსენე მათ . . . არ იყვნენ ჩხუბის ამტეხნი, არამედ გონიერნი, ყველასთან რბილი ხასიათი გამოავლინონ“ (ტიტე 3:1, 2).

„დაძაბულობის თავიდან არიდება შესაძლებელია, თუ მეუღლეს უკმაყოფილო ტონით არ ვუპასუხებთ. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მეუღლეს წინასწარაკვიატებული აზრების გარეშე მოვუსმინოთ და დავაფასოთ მისი შეხედულება მაშინაც კი, როცა არ ვეთანხმებით“ (ქალბატონი, რომელიც 20 წლის დაქორწინებულია).

განივითარეთ მოთმინება და რბილი ხასიათი

„მოთმინებას მეთაურის დაყოლიება შეუძლია, რბილ ენას კი — ძვლის გადატეხვა“ (იგავები 25:15).

„ოჯახში უთანხმოება ყოველთვის იქნება, თუმცა მოვლენების შემდგომი განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ სულს ვავლენთ. მოთმინების გამოვლენა ნამდვილად ღირს, რადგან, როცა მეუღლის მიმართ სულგრძელობას ავლენ, ყველაფერი თავის ადგილას ლაგდება“ (ქალბატონი, რომელიც 27 წლის დაქორწინებულია).

არასდროს მიაყენოთ მეუღლეს სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა

„მოიშორეთ ყოველივე ეს: რისხვა, ბრაზი, ბოროტება; თქვენი პირიდან ნუ ამოვა ლანძღვა და უწმაწური სიტყვები“ (კოლოსელები 3:8).

„ძალიან მხიბლავს ჩემი ქმრის თავშეკავება. ის ყოველთვის ინარჩუნებს სიმშვიდეს. მას არასოდეს მოუყენებია ჩემთვის შეურაცხყოფა და არც ხმის ტონისთვის აუწევია“ (ქალბატონი, რომელიც 20 წლის დაქორწინებულია).

მზად იყავით პატიებისთვის და ეცადეთ, სწრაფად მოაგვაროთ გაუგებრობები

„მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ“ (კოლოსელები 3:13).

„სტრესულ სიტუაციაში ყოველთვის ადვილი არ არის სიმშვიდის შენარჩუნება. ამ დროს შეიძლება ისეთი რამ თქვა ან გააკეთო, რომ მეუღლეს გული ატკინო. ასეთ სიტუაციაში მიმტევებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. წარმატებული ქორწინება პატიების გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია“ (ქალბატონი, რომელიც 34 წლის დაქორწინებულია).

ისწავლეთ უანგაროდ გაცემა და გაზიარება

„გაეცით და მოგეცემათ . . . რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ“ (ლუკა 6:38).

„ჩემმა ქმარმა იცის, რით მასიამოვნოს. ის ხშირად მიკეთებს სიურპრიზებს. მე კი, ჩემი მხრივ, ვფიქრობ ხოლმე, როგორ გავახარო ის. ასეთი დამოკიდებულებით ვზრუნავთ, რომ ერთმანეთს კარგი განწყობა შევუქმნათ“ (ქალბატონი, რომელიც 44 წლის დაქორწინებულია).

ყოველთვის შეუწყვეთ ხელი ოჯახში სიმშვიდის შენარჩუნებას

ქალბატონები, რომელთაგანაც ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ ინტერვიუ აიღო, მხოლოდ რამდენიმეა იმ მილიონებს შორის, ვისაც ბიბლია დაეხმარა, განევითარებინათ ისეთი თვისებები, რომლებიც ხელს უწყობს ოჯახში მშვიდობას. * მაშინაც კი, როცა ოჯახში ყველა არ ისწრაფვის მშვიდობისკენ, მათ ესმით, რომ მშვიდობისმყოფელობა ძალისხმევად ნამდვილად ღირს, რადგან მათ ბიბლია ჰპირდება: „მშვიდობისმოყვარეს სიხარული“ ექნება (იგავები 12:20).

^ აბზ. 24 დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ოჯახის ბედნიერებას, იხილეთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-14 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.jw.org. აგრეთვე იხილეთ ბიბლიური სწავლებები > რჩევები ოჯახებს.

გაიგეთ მეტი

როგორ ვაპატიოთ

რატომ არის ზოგჯერ პატიება რთული? გაიგეთ, როგორ გვეხმარება ბიბლიური რჩევები.

როგორ გავხდეთ კარგი მსმენელი?

ყურადღებით მოსმენა მექანიკურად მოსმენას არ გულისხმობს. ეს უბრალოდ ჩვევა კი არ უნდა იყოს, არამედ ამისკენ მეუღლის სიყვარული უნდა აღგძრავდეთ. გაიგეთ, როგორ უნდა გახდეთ კარგი მსმენელი.