წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! დეკემბერი 2015

 რა ხდება მსოფლიოში?

ევროპა ყურადღების ცენტრში

ევროპა ყურადღების ცენტრში

ერთ დროს ღრმად მორწმუნე ევროპელთა უმეტესობა დღეს უკვე არარელიგიურია. და მაინც, შეიძლება გაგაოცოთ იმ ფაქტმა, თუ როგორ უკავშირდება ბიბლიას ევროპის ახალი ამბები.

დედის ხმა.

მილანში (იტალია) მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ნაადრევად დაბადებული ბავშვების ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება დედის ხმის მოსმენა სპეციალური მოწყობილობით, რომელსაც ბავშვს მაჯაზე უკეთებენ საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში. ამ მოწყობილობის მეშვეობით ბავშვს დედის ხმა ისე ჩაესმის, როგორც მუცლად ყოფნის დროს. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ „ნაადრევად დაბადებულ ბავშვებზე დედის ხმა დადებითად მოქმედებს“.

რას ამბობს ბიბლია: „ვამშვიდებდი და ვაწყნარებდი ჩემს სულს, როგორც ძუძუს მოწყვეტილს — დედის კალთაში“ (ფსალმუნი 131:2).

ნარცისიზმის გაღვივება.

ნიდერლანდში 565 ბავშვზე დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ იმ ბავშვებს, რომელთაც მშობლები ხშირად ეუბნებოდნენ, რომ სხვებზე უკეთესები იყვნენ და განსაკუთრებულ მოპყრობას იმსახურებდნენ, ნარცისიზმისკენ ჰქონდათ მიდრეკილება და საკუთარ თავს სხვებზე მნიშვნელოვნად და უკეთესებად მიიჩნევდნენ. როგორც ამ კვლევის ხელმძღვანელი ამბობს: „ბავშვებს სჯერათ მშობლების ნათქვამი, რომ თითქოს ისინი სხვებზე უკეთესები არიან, რაც შეიძლება არა მხოლოდ ბავშვებზე, არამედ მთელ საზოგადოებაზე აისახოს უარყოფითად“.

რას ამბობს ბიბლია: „ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ ისე იფიქრეთ, რომ საღი აზროვნება გქონდეთ“ (რომაელები 12:3).

ას წელს მიტანებული ოპტიმისტები.

გერმანიაში ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის მკვლევრები იტყობინებიან, რომ ფიზიკური უძლურებისა თუ ავადმყოფობის მიუხედავად, 100 წელს მიტანებულ მოხუცებს სიცოცხლის დაუცხრომელი სურვილი ჯერაც არ განელებიათ. მათთან გასაუბრებისას აღმოჩნდა, რომ ოთხი მოხუციდან სამი კვლავ ებღაუჭებოდა სიცოცხლეს და ცდილობდა, მაქსიმალური მიეღო მისგან. ასაკის მიუხედავად, ისინი ისახავდნენ და აღწევდნენ მიზნებს, იყვნენ ოპტიმისტები და სხვების მიმართ ყურადღებიანები, თვლიდნენ, რომ სიცოცხლეს აზრი ნამდვილად ჰქონდა და არ ღალატობდნენ თავიანთ რელიგიურ თუ მორალურ ღირებულებებს.

დაფიქრდით: რაზე მეტყველებს ჩვენში ჩადებული სიცოცხლის სურვილი, როგორც ამას ეკლესიასტეს მე-3 თავის მე-11 მუხლიდან ვიგებთ?

გაიგეთ მეტი

ვასწავლოთ ბავშვებს, იყვნენ ყურადღებიანები ამ პირველობის მოყვარულ მსოფლიოში

განვიხილოთ სამი საკითხი, როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს, არ მოექცნენ პირველობის სულის გავლენაში.

რამდენ ხანს შეგიძლიათ იცოცხლოთ?

იმის ცოდნა, თუ რატომ ვბერდებით და ვკვდებით, დაგვეხმარება, გავიგოთ, თუ რამდენ ხანს შეგვიძლია ვიცოცხლოთ.