არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  ნოემბერი 2015

 ვინ შექმნა?

მცენარეების მათემატიკური უნარი

მცენარეების მათემატიკური უნარი

მცენარეები საკვების წარმოსაქმნელად მზისგან ენერგიას საკმაოდ რთული პროცესის — ფოტოსინთეზის — მეშვეობით იღებენ. ზოგიერთ სახეობებზე ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ისინი სხვა „საქმითაც“ არიან დაკავებულნი — ზუსტად ითვლიან, რა ტემპით მიირთვან საკვები მთელი ღამის განმავლობაში.

დაფიქრდით: დღისით მცენარეები ჰაერიდან შთანთქმულ ნახშირორჟანგს სახამებლად და შაქრებად გარდაქმნიან. ბევრი სახეობა დღისით მოპოვებულ სახამებელს ღამით შეექცევა. ამგვარად გამოკვებილი მცენარე ნაყოფიერია და კარგადაც იზრდება. უფრო მეტიც, დღისით მომარაგებულ სახამებელს ისინი ისეთი ტემპით შეიწოვენ — არც ძალიან სწრაფად, არც ძალიან ნელა — რომ აისის დადგომამდე საკვების 95 პროცენტის მირთმევა მოასწრონ, რათა კარგად დანაყრებულებმა შემდეგი ღამის საზრდოზე იზრუნონ.

კვლევები ჩატარებულ იქნა ჯვაროსნების ოჯახის ერთ-ერთ სახეობაზე (Arabidopsis thaliana). ბოტანიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ მცენარის ეს სახეობა საკვებს ისე გამოზომილად ანაწილებს, რომ მთელი ღამის განმავლობაში ეყოს იმის მიუხედავად, ღამე 8-საათიანი ხანგრძლივობისაა, 12-საათიანი თუ 16. როგორც ჩანს, ეს მცენარე სახამებლის მარაგს იმის მიხედვით ყოფს, თუ რა დროა დარჩენილი გათენებამდე და საკვების შეწოვის ოპტიმალურ სიჩქარესაც ამგვარად განსაზღვრავს.

როგორ ადგენენ მცენარეები მოგროვილი სახამებლის რაოდენობას? როგორ საზღვრავენ დროს? და, რა მექანიზმებით აწარმოებენ მათემატიკურ გამოთვლებს? ამ კითხვებს შესაძლოა შემდგომმა კვლევებმა მოჰფინოს ნათელი.

რას ფიქრობთ? ევოლუციის გზით განუვითარდათ მცენარეებს მათემატიკური უნარი, თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?