წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ოქტომბერი 2015

 ვინ შექმნა?

მოლოხის სითხის შემწოვი კანი

მოლოხის სითხის შემწოვი კანი

ავსტრალიური ხვლიკი მოლოხი (Moloch horridus), რომელიც „ეკლებიანი ეშმაკის“ სახელითაც არის ცნობილი, სითხეს ნისლიდან, ნესტიანი ადგილიდან და სველი ქვიშიდან იწოვს. შეწოვილი წყალი პირისკენ მიემართება, რათა მოლოხმა წყურვილი მოიკლას. როგორ არის ეს შესაძლებელი? საიდუმლო მის გასაოცარ კანშია.

კანის ზედაპირზე არსებული ღარები ისეა დაკავშირებული კანის ქვედა შრეებთან, რომ წყალი პირდაპირ მოლოხის პირში ხვდება

დაფიქრდით: მოლოხის სხეული ძვლოვანი ფირფიტებით, ქერცლებით, არის შეჯავშნული. ზოგი მეცნიერის აზრით, ქერცლებზე დაგროვილი ტენი ან წყლის წვეთები მიექანება კანის უხეში ზედაპირისკენ და აღწევს ქერცლებს შორის მდებარე კანის ნახევრად ღია არხებამდე, ანუ ღარებამდე. ეს არხები დაკავშირებულია ერთმანეთთან, რის შედეგადაც წყალი მოლოხის პირში ხვდება.

მაგრამ საინტერესოა, როგორ იწოვს ეს ხვლიკი წყალს ფეხებითა და სხეულით და როგორ გადააქვს ის პირის ღრუში მაშინ, როცა ეს პროცესი გრავიტაციის კანონს ეწინააღმდეგება? ან როგორ იწოვს ის სითხეს სველ ზედაპირზე მუცლის ხახუნით?

როგორც ჩანს, მკვლევრებმა მიაგნეს ეკლებიანი ეშმაკის საიდუმლოს. კანის ზედაპირზე არსებული არხები კაპილარების მეშვეობით დაკავშირებულია კანის ქვედა შრეებთან. სწორედ არხების ასეთი აგებულება განაპირობებს კაპილარულ მოქმედებას — ფენომენალურ პროცესს, რომლის დროსაც გრავიტაციის საწინააღმდეგოდ უწვრილესი ფორების შიგნით ხდება წყლის ზევით ასვლა. ამგვარად, მოლოხის კანი წყალს ღრუბელივით ისრუტავს.

ბიომიმიკრიის ინსტიტუტის პრეზიდენტის ჯენინ ბინიესის თქმით, სითხის შემწოვ ტექნოლოგიაზე დაკვირვებით ინჟინრებმა შესაძლოა შექმნან ანალოგიური სისტემა, რომელიც ჰაერს ტენიანობას მოაცილებს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება შენობების უფრო ეფექტიანად გაგრილება და სასმელი წყლის მიღება.

რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგად განუვითარდა მოლოხს სითხის შემწოვი კანი, თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?