არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  სექტემბერი 2015

ტბა ნიკარაგუის მშვენებაა კუნძული ომეტეპე — ორი მასიური კონუსის ფორმის ვულკანური მთა, რომლებიც შეერთებულია ვიწრო ყელით

 ქვეყნები და ხალხები

სტუმრად ნიკარაგუაში

სტუმრად ნიკარაგუაში

ხშირად ნიკარაგუას ტბებისა და ვულკანების ქვეყანას უწოდებენ. ეს ქვეყანა მთელ ცენტრალურ ამერიკაში უდიდესი ტბით, „ტბა ნიკარაგუით“ იწონებს თავს. ადგილობრივი ტომები მას „კოსიბოკას“ უწოდებენ, რაც სიტყვასიტყვით „ტკბილ ზღვას“ ნიშნავს. ამ ტბაში ასობით კუნძულია და წარმოადგენს ერთადერთ მტკნარწყლიან წყალსატევს, რომელშიც ოკეანის ისეთ ბინადართ შეხვდებით, როგორიცაა: ზვიგენი, შიმშერი (ხმალთევზა) და ტარპონი.

პლუმერია ნიკარაგუის ეროვნული ყვავილია

ნიკარაგუას ეკუთვნის ცენტრალური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დაშორებული რეგიონი, მოსკიტების სანაპირო. 65 კილომეტრი სიფართოვის ეს ტერიტორია გადაჭიმულია ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთ სანაპირო ზოლზე და ჰონდურასის საზღვრებში იჭრება. მისკიტო (იგივე მოსკიტო) ერთ-ერთია იმ რამდენიმე ადგილობრივი ტომიდან, რომლებიც ნიკარაგუაში მანამდე ცხოვრობდნენ, სანამ მე-16 საუკუნეში იქ ევროპელები დაადგამდნენ ფეხს.

მისკიტო ტომის ხალხი უშუალო ურთიერთობებითა და უნიკალური ტრადიციებით გამოირჩევა. მაგალითად, მისკიტო ენაში არ არსებობს ისეთი ოფიციალური მიმართვის ფორმები, როგორიცაა, ბატონო და ქალბატონო. სოფლებში ახალგაზრდები უფროსებს  ბიძიას და დეიდას უწოდებენ მაშინაც კი, თუ ისინი ნათესავები არ არიან. ძველი ტრადიციის თანახმად, მისკიტო ქალი ახლო მეგობრებსა თუ ნათესავებს ლოყაზე ლოყის მიდებით ესალმება და ცხვირით ღრმად ისუნთქავს.

ადგილობრივები

იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ბიბლიური ლიტერატურა მაიანგნა და მისკიტო ენებზე