წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! სექტემბერი 2015

 ვინ შექმნა?

მიკროორგანიზმები, რომლებიც შლის ნავთობის მოლეკულებს

მიკროორგანიზმები, რომლებიც შლის ნავთობის მოლეკულებს

მექსიკის ყურეში 2010 წელს თითქმის ხუთი მილიონი ბარელი (800 მილიონი ლიტრი) გადაუმუშავებელი ნავთობი ჩაიღვარა მას შემდეგ, რაც წყალქვეშა ჭაბურღილი აფეთქდა და ზღვაში ჩაიძირა. მაგრამ რამდენიმე თვეში დაბინძურებული მასის დიდი ნაწილი გაქრა. რა მოხდა?

დაფიქრდით: მეცნიერულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ზღვის ბაქტერიას შეუძლია დაშალოს ნავთობის შემადგენლობაში შემავალი ნახშირბადის მოლეკულების გრძელი ჯაჭვი. მიკრობიოლოგმა, პროფესორმა, ტერი ჰაზენმა ამ მიკროორგანიზმებს „ნავთობმაძიებელი ჭურვები“ უწოდა. უმთავრესად, ასეთ მიკროორგანიზმებს უნდა ვუმადლოდეთ იმას, რაც მექსიკის ყურეში მოხდა.

„პრინციპში, არც არის გასაკვირი, რომ ზღვა ნავთობჭამია მიკრობებს მასპინძლობს, — იუწყებოდა სამაუწყებლო კომპანია ბი-ბი-სი.  — ბოლოს და ბოლოს ოკეანის ფსკერიდან ხომ ბუნებრივად და დაუსრულებლად ხდება ნავთობის გამოყოფა“.

უნდა აღინიშნოს, რომ ზღვაში ჩაღვრილი ნავთობის გასაწმენდად ჩატარებულ სამუშაოებს გარკვეული დადებითი შედეგი მოაქვს. თუმცა, ზოგჯერ საუკეთესო შემთხვევაშიც კი, ამან შეიძლება უფრო წაახდინოს საქმე, ვიდრე გააკეთოს. ქიმიური დისპერგატორები აფერხებენ ბუნებრივ პროცესებს, რომლებიც ზღვებს წმენდს ჩაღვრილი ნავთობისგან. გარდა ამისა, ეს ქიმიური ნივთიერებები ტოქსიკურია და ხანგრძლივ კვალს ტოვებს გარემოზე. მაგრამ ბუნებრივი გზებით, მათ შორის „ნავთობჭამია მიკრობების“ წყალობით, შესაძლებელია ზღვების თვითგაწმენდა ყოველგვარი უარყოფითი გვერდითი ეფექტების გარეშე. *

რას ფიქრობთ? თავისით გაჩნდა ნავთობჭამია მიკროორგანიზმები თუ გონიერი შემოქმედის ხელით?

^ აბზ. 6 ჯერჯერობით ადრეა იმის განსაზღვრა, თუ სამომავლოდ როგორ იმოქმედებს მექსიკის ყურეში მომხდარი კატასტროფა ზღვის ბინადართა სიცოცხლეზე.