წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! სექტემბერი 2015

 რა ხდება მსოფლიოში?

ახლო აღმოსავლეთი ყურადღების ცენტრში

ახლო აღმოსავლეთი ყურადღების ცენტრში

ახლო აღმოსავლეთი — ერთ დროს მრავალი ანტიკური ცივილიზაციის კერა, არქეოლოგიური საგანძურის უხვ წყაროს წარმოადგენს.

ქანაანელი მეღვინეები

2013 წელს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს დაახლოებით 3 700 წლის წინანდელი ქანაანური ღვინის სარდაფი. იქ მიაკვლიეს 40 დიდ ქვევრს, რომლებიც მთლიანობაში იტევდა იმდენ ღვინოს, რამდენსაც დღევანდელი ჩვეულებრივი 3 000 ღვინის ბოთლი. არქეოლოგმა, რომელიც იკვლევდა ჭურჭლებზე აღმოჩენილ ნარჩენებს, აღნიშნა, რომ ქანაანელები ღვინის დაყენების დიდოსტატები იყვნენ. მისი თქმით: „ღვინის დაყენების ტექნოლოგია მკაცრად იყო დაცული თითოეულ ქვევრში“.

იცოდით თუ არა? ბიბლია მოიხსენიებს „საუკეთესო ღვინოს“, რომელსაც ძველ ისრაელში ამზადებდნენ და ღვინის შესანახ დიდ დოქებს (ქებათა ქება 7:9; იერემია 13:12).

მოსახლეობის სწრაფი ზრდა

2012 წელს ეგვიპტეში 560 000-ით მეტი ბავშვი დაიბადა, ვიდრე 2010 წელს — იუწყება გაზეთი „გარდიანი“. „ეგვიპტის ისტორიაში ეს შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, — აღნიშნა ეგვიპტური კვლევითი ცენტრის, „ბასერას“, ხელმძღვანელმა მაგედ ოსმანმა. ზოგი ექსპერტის აზრით, თუ შობადობა ასეთი ტემპით გაგრძელდება, ქვეყანაში საკვების, წყლისა და ელექტროენერგიის კიდევ უფრო დიდი დეფიციტი შეიქმნება.

იცოდით თუ არა? ბიბლიის თანახმად, ღვთის განზრახვაა, ადამიანებმა აავსონ დედამიწა გარკვეულ საზღვრამდე და რომ ყველა უზრუნველყოფილი იყოს ყოველივე აუცილებლით (დაბადება 1:28; ფსალმუნი 72:16).

ჩამარხული ფული

ისრაელში ერთ-ერთ მაგისტრალთან ახლოს 100-ზე მეტი ბრინჯაოს მონეტა აღმოაჩინეს, რომლებზეც ეწერა „მეოთხე წელი“. ეს თარიღი მიანიშნებს რომაელების წინააღმდეგ ებრაელების აჯანყების მეოთხე წელზე (ახ. წ. 69-70), რასაც იერუსალიმის განადგურება მოჰყვა. „როგორც ჩანს, ვიღაცამ იმის შიშით, რომ ქალაქის დაცემა გარდაუვალი იყო (შესაძლოა მან დაინახა მოახლოებული რომის ჯარი), მონეტები მიწაში ჩაფლა იმ იმედით, რომ მოგვიანებით ამოთხრიდა“, — აღნიშნავს არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელი პაბლო ბეთსარი.

იცოდით თუ არა? ახ. წ. 33 წელს იესომ იწინასწარმეტყველა, რომ რომაელები ალყას შემოარტყამდნენ იერუსალიმს და თავისი მიმდევრები გააფრთხილა, გადასარჩენად მთებში გაქცეულიყვნენ (ლუკა 21:20—24).