წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ივლისი 2015

 მთავარი თემა | მართავთ თქვენს ცხოვრებას?

პრობლემა: უამრავი ვალდებულება

პრობლემა: უამრავი ვალდებულება

ყველას თქვენი ყურადღება სჭირდება — ბავშვებს, მეუღლეს, დამსაქმებელსა თუ ავადმყოფ მშობელს, რაც ყოველდღიურად დიდ ძალებს გაცლით. ეს ის არ არის, რასაც გეგმავდით. შესაძლოა ფიქრობთ: „რა გავაკეთო?“, „მათ მე ვჭირდები!“. ალბათ ასეთი ცხოვრება არც თქვენთვის და არც მათთვის, ვისზე ზრუნვაც გიწევთ, სახარბიელო ნამდვილად არ არის. როგორ შეგიძლიათ ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, მართოთ თქვენი ცხოვრება?

ბიბლიური მაგალითი: მოსე

ბიბლიურ დროში მცხოვრებ ისრაელის მსაჯულ მოსეს მარტოს უწევდა ერის მართვა. შესაძლოა ის ფიქრობდა, რომ იმას აკეთებდა, რაც მისგან მოითხოვებოდა. მაგრამ სიმამრმა მას უთხრა: „არ არის კარგი, როგორც აკეთებ . . . დაიქანცები“. მან მოსეს ურჩია, რომ ამოერჩია უნარიანი მამაკაცები, რომლებიც თავად გაუჩენდნენ სამართალს ისრაელებს, მასთან განსასჯელად კი, მხოლოდ დიდ საქმეებს მიიტანდნენ. მან მოსე დაარწმუნა, რომ ეს კარგ შედეგს გამოიღებდა და უთხრა: „მაშინ გაუმკლავდები ამას და მთელი ეს ხალხიც მშვიდობით მივა თავის ადგილზე“ (გამოსვლა 18:17—23).

რა ეხმარება დელინას

როგორც შესავალ სტატიაში აღვნიშნეთ, დელინა, რომელიც დისტონიით, მოძრაობითი ფუნქციის დარღვევით, იტანჯება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სამ დედმამიშვილზე ზრუნავს. ის ამბობს: „მივხვდი, რომ როდესაც ყოველდღიურად იმდენ საქმეს ვგეგმავ, რამდენის გაკეთებაც შემიძლია და არ ვაჯანჯლებ, ნაკლებ სტრესს განვიცდი. როცა ჩემს მდგომარეობას მეუღლესა თუ ახლობლებს ვუზიარებ, ისინი დახმარების ხელს მიწვდიან. ამას გარდა, ყოველ დილით ცოტა ხანი ბაღში ვფუსფუსებ, რაც ძალიან მსიამოვნებს“.

„ყველაფერს თავისი დრო აქვს“ (ეკლესიასტე 3:1)

რის გაკეთება შეგიძლიათ

თუ იმდენი ვალდებულება გაკისრიათ, რომ თავს ვერ ართმევთ და ფიქრობთ, რომ თქვენს ცხოვრებას ვეღარ აკონტროლებთ, შეეცადეთ ასე მოიქცეთ:

  • ეცადეთ სხვა დაიხმაროთ. მაგალითად, სთხოვეთ დახმარება შვილებს, რომლებიც თქვენთან ერთად ცხოვრობენ, ან თქვენ მახლობლად მცხოვრებ ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს.

  • უთხარით სხვებს, რაში გჭირდებათ დახმარება. თუ თვლით, რომ დამსაქმებელი ძალიან ბევრს მოითხოვს თქვენგან, ულტიმატუმი კი არ წაუყენოთ, არამედ დაელაპარაკეთ მას და აუხსენით, რატომ გიჭირთ კონკრეტული დავალების შესრულება. ასეთი მოქმედებით შესაძლოა დამსაქმებელმა საქმე შეგიმციროთ.

  • ჩამოწერეთ, რა გაქვთ გასაკეთებელი კვირის განმავლობაში და დაფიქრდით, ხომ არ შეეძლო ვინმეს, შეგხიდებოდათ.

  • ნუ მოგერიდებათ უარის თქმა. თუკი დრო და ენერგია არ გაძლევთ საშუალებას, რომ ყველას მოწვევა მიიღოთ, თავაზიანად მოიბოდიშეთ.

დასკვნა: თუ ყველაფრის გაკეთებას შეეცდებით, საბოლოოდ იქამდე მიხვალთ, რომ ვერაფრის გაკეთებას შეძლებთ.

გაიგეთ მეტი

როგორ გამოვიყენოთ დრო გონივრულად

ერთი საშუალება, რაც დაგეხმარებათ დროის გონივრულად გამოყენებაში, არის სწორი ფასეულობებით ხელმძღვანელობა. რა არის ეს ფასეულობები?