წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ივლისი 2015

 ქვეყნები და ხალხები

სტუმრად მონღოლეთში

სტუმრად მონღოლეთში

ჩინგიზ-ყაენს, XII საუკუნეში მცხოვრებ უშიშარ მეომარს, ლომის წილი მიუძღვის მონღოლეთის უდიდესი იმპერიის შექმნაში. დღეს რუსეთსა და ჩინეთს შორის მოქცეულ მონღოლეთს მაშინდელთან შედარებით საკმაოდ მცირე ტერიტორია უკავია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეჩხრად დასახლებული ქვეყანაა.

მონღოლეთის ლანდშაფტს ბალახით შემოსილი ველები, სათიბ-საძოვრები, ცადაზიდული მთები, მდინარეები და ნაკადულები ქმნის. სამხრეთით გადაჭიმულია გობის უდაბნო, რომელიც კარგად შემონახული დინოზავრების ნაშთებითაა ცნობილი. მონღოლეთი ზღვის დონიდან დაახლოებით 1 580 მეტრზე მდებარეობს. ადგილობრივები თავიანთ სამშობლოს „ლურჯი ცის ქვეყანას“ უწოდებენ და არცთუ ისე უსაფუძვლოდ, რადგან მონღოლეთში წელიწადში 250-ზე მეტი მზიანი დღეა.

ირბისი

მონღოლები ექსტრემალურ კლიმატურ პირობებში ცხოვრობენ. ზაფხულში ტემპერატურამ შესაძლოა 40°C-ს მიაღწიოს, ხოლო ზამთარში -40°C-მდე დაეცეს. მოსახლეობის ერთი  მესამედი მომთაბარე ცხოვრებას ეწევა. როგორც ქალებისთვის, ისე კაცებისთვის დღე სისხამ დილით — თხების, ძროხების, აქლემებისა და ფაშატების მოწველით იწყება. მონღოლების კვების რაციონში ძირითადი ადგილი რძის პროდუქტებსა და ხორცს უკავია, განსაკუთრებული სიამოვნებით კი, ცხვრის ხორცს გეახლებიან.

ნაღების ნამცხვარი, რომელსაც „აარულს“ უწოდებენ, მზის გულზე შრება

მონღოლები სტუმართმოყვარე ერია. ისინი თავიანთ კარვისმაგვარ გადასატან საცხოვრებლებს, რომლებსაც „გერს“ უწოდებენ, ღიას ტოვებენ, რათა ნებისმიერმა გამვლელმა შეძლოს იქ დასვენება და დატოვებული საჭმელ-სასმლის მირთმევა. ხშირად ისინი სტუმრებს ოდნავ მარილიანი, რძიანი ჩაით უმასპინძლდებიან.

დღემდე მონღოლეთში წამყვანი რელიგია ბუდიზმია. გავრცელებულია აგრეთვე შამანიზმი, ისლამი და ქრისტიანობა, თუმცა მოსახლეობის უმეტესობა არარელიგიურია. ქვეყანაში 350-ზე მეტი იეჰოვას მოწმეა, რომლებიც 770-ზე მეტ ადამიანს ასწავლიან ბიბლიას.

ტვირთაკიდებულ ორკუზიან აქლემებს ძალიან ცივ ამინდშიც კი შეხვდებით