წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ივლისი 2015

 მთავარი თემა | მართავთ თქვენს ცხოვრებას?

პრობლემა: გამოუვალი მდგომარეობა

პრობლემა: გამოუვალი მდგომარეობა

განგიცდიათ ოდესმე ქრონიკული ავადმყოფობით, განქორწინებით ან საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი? როცა ისეთ მდგომარეობაში ვარდებით, რის გამოსწორებაც თქვენს ძალებს აღემატება, ალბათ ნატრობთ, რომ რამე შეიცვალოს. როგორ შეგიძლიათ ასეთ დროს, მართოთ თქვენი ცხოვრება?

ბიბლიური მაგალითი: პავლე

პირველ საუკუნეში მცხოვრები მოციქული პავლე, როგორც თავდაუზოგავი მისიონერი, ხშირად მოგზაურობდა. მაგრამ მისი მისიონერული მოგზაურობები მას შემდეგ დასრულდა, რაც ჯერ უსამართლოდ დააპატიმრეს, შემდეგ კი ორი წელი ჯარისკაცის მეთვალყურეობის ქვეშ ამყოფეს. მიუხედავად ამისა, ის არ ეპუებოდა მდგომარეობას და იმას აკეთებდა, რის საშუალებასაც შექმნილი ვითარება აძლევდა. პავლე მასთან მისულ სტუმრებს სულიერად ეხმარებოდა და ანუგეშებდა. მან აგრეთვე დაწერა წერილები, რომლებიც დღეს ბიბლიის ნაწილია (საქმეები 28:30, 31).

რა ეხმარება ანიას

როგორც წინა სტატიაში აღვნიშნეთ, ანია სახლიდან ვერ გადის. ის გვიზიარებს: „კიბოს დიაგნოზმა ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ჩემი ავად გახდომა არ შეიძლება, ამიტომ ჩემთვის აღარც სამსახური არსებობს და აღარც ხალხთან ურთიერთობა“. როგორ უმკლავდება ანია ასეთ გამოუვალ მდგომარეობას? ის განაგრძობს: „ძალიან დამეხმარა გეგმებში ცვლილებების მოხდენა. შეზღუდული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქმეები პრიორიტეტების მიხედვით დავგეგმე, რამაც საშუალება მომცა, მეკონტროლებინა ჩემი ცხოვრება“.

„ვისწავლე, რომ რა ვითარებაშიც არ უნდა აღმოვჩნდე, კმაყოფილი ვიყო“ ფილიპელების 4:11-ში ჩაწერილი პავლეს სიტყვები

რის გაკეთება შეგიძლიათ

თუ შექმნილი მდგომარეობის გამო, რომლის შეცვლაც არ ძალგიძთ, ფიქრობთ, რომ თქვენს ცხოვრებას ვეღარ აკონტროლებთ, შეეცადეთ, ასე მოიქცეთ:

  • აკეთეთ ის, რაც შეგიძლიათ. შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლომდე ვერ გააკონტროლოთ, მაგრამ დაფიქრდით, ხომ არ შეგეძლოთ გევარჯიშათ, მიგერთვათ ჯანსაღი საკვები ან სათანადოდ დაგესვენათ.

  • განსაზღვრეთ, რას გინდათ მიაღწიოთ ცხოვრებაში და რის გაკეთება შეგიძლიათ ამისთვის. შეეცადეთ, ყოველდღიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ დასახული მიზნის შესრულებას.

  • შეძლებისდაგვარად დაკავდით ფიზიკურად, ეცადეთ, აკეთოთ თუნდაც უმნიშვნელო საქმე, რაც კმაყოფილებას მოგანიჭებდათ. მაგალითად, გადაწმინდეთ სამზარეულოს მაგიდა, დარეცხეთ ჭურჭელი ან ჩაიცვით მოხდენილად. დილა ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის კეთებით დაიწყეთ.

  • შეეცადეთ, დაინახოთ თქვენი მდგომარეობის დადებითი მხარეები. მაგალითად, დაფიქრდით, გაძლევთ თქვენი მდგომარეობა უფრო მეტ გამოცდილებასა და წვდომის უნარს პრობლემებთან გასამკლავებლად? შეგიძლიათ თქვენი გამოცდილებით სხვებსაც დაეხმაროთ?

დასკვნა: შესაძლოა შექმნილი მდგომარეობა ვერ მართოთ, თუმცა თქვენი მოქმედებების გაკონტროლება მეტ-ნაკლებად შეგიძლიათ.

გაიგეთ მეტი

შეუძლია ბიბლიას დაგეხმაროთ, თუ ქრონიკული დაავადება გტანჯავთ?

დიახ! მიიღეთ სამი რჩევა, რაც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

რას ამბობს ბიბლია ­ტანჯვაზე

სულერთია ღვთისთვის ჩვენი ­ტანჯვა და ტკივილი?