არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  მაისი 2015

 რა ხდება მსოფლიოში?

აზია ყურადღების ცენტრში

აზია ყურადღების ცენტრში

აზია ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კონტინენტია. მარტო ჩინეთსა და ინდოეთში დედამიწის მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი ცხოვრობს. რა სირთულეებს ხვდებიან აზიის ქვეყნები მოქალაქეების განათლებისა და მათი უსაფრთხოების დაცვის საკითხებში?

განათლება იცავს ბავშვებს.

როგორც ჩინელი იურისტები აღნიშნავენ, იმ ბავშვებს, რომლებსაც მშობლები პატარაობიდანვე არ ესაუბრებიან სქესობრივ ურთიერთობებზე, უფრო მეტად ემუქრებათ სექსუალური შეურაცხყოფის საფრთხე. ჩინეთში პროკურორებმა ბოლო ოთხ წელიწადში ბავშვების სექსუალური შეურაცხყოფის 8 000-მდე საქმე განიხილეს. „ბავშვები მიამიტები არიან და ადვილად ებმებიან მახეში . . . ამ კუთხით მათი განათლება უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა დავიცვათ ისინი სექსუალური შეურაცხყოფისგან“, — აღნიშნავს პეკინის პედაგოგიური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის პროფესორი.

რას ამბობს ბიბლია: გონიერი მშობლები ასწავლიან შვილებს, როგორ დაიცვან თავი „უკუღმართად მოლაპარაკე კაცისგან“ (იგავები 2:1, 10—12).

სიკვდილიანობა ტაიფუნის შემდეგ.

ერთი კვლევის თანახმად, იმ ჩვილი გოგონების საშუალო რიცხვი, რომლებიც ფილიპინებში ტაიფუნის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში იხოცებიან, 15-ჯერ აჭარბებს უშუალოდ შტორმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობას. ამის მიზეზები შეიძლება იყოს უმუშევრობა, რაც თან სდევს ხოლმე ტაიფუნს, აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯები და თავად ოჯახის დამოკიდებულება პატარა გოგონების მიმართ. ოჯახები გაჭირვების გამო ყველაზე ნაკლებ ყურადღებას ჩვილ გოგონებს აქცევენ და სხვა შვილებთან შედარებით ნაკლებად ზრუნავენ მათ ჯანმრთელობასა და გამოკვებაზე.

რას ამბობს ბიბლია: პური გაუყავი მშიერს და სახლში მიიყვანე დაჩაგრული და უსახლკარო, შიშველს თუ დაინახავ, ჩააცვი მას (ესაია 58:7).

სამხრეთ კორეაში ხანში შესულები სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ.

2011 წელს სამხრეთ კორეაში იმ ადამიანთა ერთ მეოთხედზე მეტი, რომლებმაც თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე, 65 წელს იყო გადაცილებული. ზოგი მკვლევარი ამის მიზეზად მოხუცებისადმი დამოკიდებულების გაუარესებასა და ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს. სამხრეთ კორეაში ხანში შესულთა დაახლოებით 50 პროცენტი ხელმოკლედ ცხოვრობს. დღეს ამ ქვეყანაში მოსახლეობის თითქმის ნახევარი თვლის, რომ შვილებმა უნდა იზრუნონ ხანდაზმულ მშობლებზე.

რას ამბობს ბიბლია: „პატივი ეცი მამას და დედას“ (ეფესოელები 6:2).