არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  აპრილი 2015

 ბიბლიის თვალსაზრისი | ცხოველები

ცხოველები

ცხოველები

თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრება ამა თუ იმ სახით ცხოველებთან არის დაკავშირებული. მოგვეთხოვება ვინმეს წინაშე პასუხი იმის გამო, თუ როგორ ვეპყრობით ცხოველებს?

როგორ უნდა მოვეპყროთ ცხოველებს?

რას ამბობს ხალხი:

ზოგი ფიქრობს, რომ ცხოველებს ისე უნდა მოეპყრო, როგორც გაგიხარდება. ზოგის აზრით კი, ცხოველს ისე უნდა მოექცე, როგორც ადამიანს.

  • ცხოველთა უფლებების დამცველი ერთი ცნობილი აქტივისტი ამტკიცებდა, რომ დაცული უნდა იყოს ცხოველის „ძირითადი უფლება, კერძოდ, არ გამოიყენონ ის, როგორც მხოლოდ რესურსი ან საყოფაცხოვრებო ნივთი . . . მეტად აღარ უნდა მოვეპყროთ ცხოველებს ისე, როგორც ჩვენს საკუთრებას“.

  • ბევრისთვის წარმოუდგენელია მილიარდერი ლეონა ჰელმსლის საქციელი, რომელმაც თავის ძაღლს 12 მილიონი ამერიკული დოლარი დაუტოვა მემკვიდრეობად. ამ ქალბატონის სურვილი იყო, რომ სიკვდილის შემდეგ მისი ძაღლი მის გვერდით დაესაფლავებინათ.

დაფიქრდით: თქვენი აზრით, როგორ უნდა ვეპყრობოდეთ ცხოველებს?

რას ამბობს ბიბლია:

სიცოცხლის გამჩენმა იეჰოვა ღმერთმა ადამიანებს უთხრა: „თქვენ გემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“ (დაბადება 1:28). აქედან გამომდინარე, გონივრულია დავასკვნათ, რომ ღმერთი ადამიანებს ცხოველებზე აღმატებულად მიიჩნევს.

ამ აზრს ამყარებს წინა მუხლში ჩაწერილი მნიშვნელოვანი განაცხადი: „დაიწყო ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის ანარეკლად, ღვთის ანარეკლად შექმნა იგი. კაცად და ქალად შექმნა ისინი“ (დაბადება 1:27).

რადგან „ღვთის ანარეკლად“ ვართ შექმნილი, შემოქმედმა უნიკალური უნარით დაგვაჯილდოვა — აგვერეკლა ღვთის თვისებები, მაგალითად: სიბრძნე, სამართლიანობა და სიყვარული. ღმერთმა აგრეთვე ზნეობითა და სულიერი მოთხოვნილებების შეგრძნებით დაგვაჯილდოვა. ცხოველები ამ უნარს მოკლებულები არიან, რადგან „ღვთის ანარეკლად“ არ არიან შექმნილი. ისინი ადამიანებზე დაბლა დგანან. ღმერთს არ უთქვამს, რომ მათ ისე უნდა მოვეპყროთ, როგორც ადამიანებს.

ნიშნავს ეს იმას, რომ ადამიანს აქვს უფლება ბოროტად მოეპყროს ცხოველებს? არა.

  • ისრაელებისთვის მიცემულ კანონში ღმერთი მოითხოვდა, რომ ცხოველი ქანცის გაწყვეტამდე არ მიეყვანათ, არ მოეკლოთ მისთვის საკვები, არ მიეტოვებინათ გასაჭირში და დაეცვათ ზიანისგან (გამოსვლა 23:4, 5; კანონი 22:10; 25:4).

„ექვს დღეს აკეთე შენი საქმე, მეშვიდე დღეს კი შეწყვიტე, რათა დაისვენოს შენმა ხარმა და ვირმა“ (გამოსვლა 23:12).

 დანაშაულია ცხოველების მოკვლა?

რას ამბობს ხალხი:

ზოგი მონადირე და მეთევზე ცხოველებს სიამოვნების, შეჯიბრების თუ სპორტული მიზნით კლავს. ზოგიერთები ალბათ დაეთანხმებიან ცნობილ რუს მწერალს, ლევ ტოლსტოის, რომელიც ამბობდა, რომ ცხოველების მოკვლა და ჭამა უზნეობაა და მეტი არაფერიო.

რას ამბობს ბიბლია:

ღმერთი ადამიანს ცხოველის მოკვლის ნებას იმ შემთხვევაში აძლევს, თუ ის მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის ან როცა, სამოსელი სჭირდება (გამოსვლა 21:28; მარკოზი 1:6). ბიბლია ამბობს, რომ ცხოველების დაკვლა საკვებადაც შეგვიძლია. „საჭმელად გქონდეთ ყველა ცოცხალი ცხოველი“ (დაბადება 9:3). თავად იესოც ეხმარებოდა თავის მოწაფეებს თევზის დაჭერაში, რასაც მოგვიანებით ჭამდნენ კიდეც (იოანე 21:4—13).

თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ღმერთს „ძალადობის მოყვარული სძულს“ (ფსალმუნი 11:5). ამიტომ ღმერთი არ იწონებს ცხოველების მოკვლას ან მათთვის ზიანის მიყენებას გართობის ან სპორტული ნადირობის მიზნით.

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი აფასებს ცხოველების სიცოცხლეს.

  • ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ შემოქმედების პროცესში „დაიწყო ღმერთმა დედამიწაზე გარეული ცხოველების შექმნა მათი გვარისდა მიხედვით, ასევე შინაური ცხოველებისა და ქვეწარმავლების შექმნა მათი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ ესეც კარგი იყო“ (დაბადება 1:25).

  • ბიბლია იეჰოვა ღმერთის შესახებ ამბობს: „საკვებს აძლევს ცხოველებს“ (ფსალმუნი 147:9). ღვთის შექმნილი ეკოსისტემა საკმარისზე მეტი საკვებითა და თავშესაფრით უზრუნველყოფს ცხოველებს.

  • ისრაელის მეფე დავითი ლოცულობდა: „ადამიანსაც და ცხოველსაც შენ იხსნი, იეჰოვა“ (ფსალმუნი 36:6). წარღვნის დროს, როცა იეჰოვამ ბოროტი ადამიანები გაანადგურა, გადაარჩინა რვა ადამიანი და ყველა სახის ცხოველი (დაბადება 6:19).

აშკარაა, რომ იეჰოვა აფასებს ცხოველის სიცოცხლეს და ელის, რომ მათ ადამიანებიც სათანადოდ მოეპყრობიან.

„მართალი საკუთარ პირუტყვზე ზრუნავს“ (იგავები 12:10).

გაიგეთ მეტი

რას გვამცნობს ბიბლია?

სამოთხე და პირველი ადამიანები

როგორ აღწერს ბიბლია ადამიანების შექმნას? რა უბრძანა ღმერთმა ადამიანთა პირველ წყვილს?

სასიხარულო ცნობა ღვთისგან

რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით?

ბიბლია მოგვითხრობს, თუ რატომ შექმნა ღმერთმა დედამიწა, როდის მოეღება ბოლო ტანჯვას, რა ელის დედამიწას მომავალში და ვინ იცხოვრებს მასზე.