წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! აპრილი 2015

 ქვეყნები და ხალხები | ჰონდურასი

სტუმრად ჰონდურასში

სტუმრად ჰონდურასში

ჰონდურასი ესპანურად „სიღრმეებს“ ნიშნავს. შესაძლოა ამ სიტყვით აღწერა ქრისტეფორე კოლუმბმა ატლანტის ოკეანეში აღმოჩენილი ტერიტორია სანაპიროსთან არსებული ღრმა წყლების გამო. ზოგის აზრით, ასე შეიძინა ამ ქვეყანამ ეს სახელი.

ჰონდურასელებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ოჯახისადმი ერთგულება და ერთმანეთის მხარში დგომა. მაგალითად, ცოლ-ქმარი ყოველთვის ერთად წყვეტს, რაში დახარჯონ ფული და რა განათლება მისცენ შვილებს.

მოსახლეობის უმეტეს ნაწილს შეადგენენ მეტისები — ევროპელებისა და ადგილობრივი ტომების ნაზავი. დღემდე შემორჩენილია ძირძველი ადგილობრივი ტომები, ერთ-ერთი ასეთია ჩორტი ტომი. სხვა ადგილობრივი ტომი, გარიფუნა, კი ოდითგანვე არ ყოფილა ამ მიწის მკვიდრი.

გარიფუნა მუსიკოსი დოლზე უკრავს

გარიფუნები აფრიკელებისა და კარიბელი ინდიელების შთამომავლები არიან, რომლებიც ოდესღაც სენტ-ვინსენტის  კუნძულზე სახლობდნენ. 1797 წლისთვის გარიფუნები ისლას-დე-ლა-ბაიას კუნძულებზე (ბეის კუნძულები) გადასახლდნენ. მოგვიანებით, ისინი ცენტრალურ ამერიკაში კარიბის ზღვის სანაპიროზე გადავიდნენ. იქიდან კი თანდათანობით ცენტრალური და ჩრდილოეთი ამერიკის სხვა ნაწილებში მიმოიფანტნენ.

გარიფუნებს უყვართ ცოცხალი, ენერგიული ცეკვები, რომლებიც დოლების თანხლებით სრულდება. მათი კულტურისთვის აგრეთვე დამახასიათებელია ჭრელაჭრულა ტანსაცმელი. ისინი თავს ამბების მოყოლით იქცევენ. მათი საყვარელი საჭმელია „ერება“, მანიჰოტის ფესვებისგან მომზადებული თხელი ნამცხვარი.

ჰონდურასში იეჰოვას მოწმეების 400-მდე კრებაა. შეხვედრები ტარდება გარიფუნა, ესპანურ, ინგლისურ, მისკიტო, ჩინური ენის მანდარინულ დიალექტსა და ჰონდურასულ ჟესტების ენებზე.

„ერება“, მანიჰოტის ფესვებისგან მომზადებული თხელი ნამცხვარი