არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  მარტი 2015

 რა ხდება მსოფლიოში?

აფრიკა ყურადღების ცენტრში

აფრიკა ყურადღების ცენტრში

მრავალი ორგანიზაცია, თუ ცალკეული ადამიანი კვლავაც დიდ ძალისხმევას ახმარს აფრიკაში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. თუმცა ეს რეგიონი კვლავ გადაულახავი პრობლემების წინაშე დგას.

მარტორქებზე ბრაკონიერობა

2013 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არალეგალურად 1 004 მარტორქა მოკლეს, მაშინ როცა 2007 წელს ბრაკონიერობას მხოლოდ 13 მარტორქა შეეწირა. მიუხედავად იმისა, რომ შავ ბაზარზე მარტორქის რქის მიწოდება ასე გაიზარდა, მასზე მოთხოვნა კვლავაც იმდენად მაღალია, რომ 1 კგ რქა შესაძლოა 1 კგ ოქროზე ძვირიც კი ღირდეს. ზოგჯერ ერთი რქის ფასი ნახევარ მილიონ დოლარამდეც კი აღწევს.

დაფიქრდით: შეძლებენ ოდესმე სახელმწიფოები ბოლო მოუღონ უკანონობას? (იერემია 10:23).

გაუხმაურებელი მექრთამეობა

მსოფლიოში მექრთამეობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებში ფიქსირდება, — განაცხადა ანტიკორუფციულმა ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. თუმცა იმ ადამიანების დაახლოებით 90 პროცენტი, რომლებიც მექრთამეობას აწყდებიან, არ ახმაურებენ ასეთ ფაქტებს. ამ ორგანიზაციის კენიის ფილიალის წარმომადგენელი ამბობს: „მოქალაქეები, როგორც ჩანს, არ ენდობიან საკუთარ ხელისუფლებას, რადგან ფიქრობენ, რომ მთავრობა მაინც არაფერს იღონებს კორუფციის აღმოსაფხვრელად“.

რას ამბობს ბიბლია: „ქრთამი თვალხილულს აბრმავებს“ (გამოსვლა 23:8).

აფრიკა ონლაინში

„საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის“ ვარაუდით, 2014 წლის ბოლოსთვის აფრიკელთა თითქმის 20% ისარგებლებდა ინტერნეტით. თუმცა აფრიკაში მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი ორჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში.