არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! თებერვალი 2015

 ვინ შექმნა?

ფრინველების ფრთების აპრეხილი ბოლოები

ფრინველების ფრთების აპრეხილი ბოლოები

რეაქტიული თვითმფრინავი ფრენისას ფრთების კიდეებთან წარმოქმნის ჰაერის სწრაფად მოძრავ სპირალისებურ ნაკადს. ეს ნაკადი წარმოქმნის წინაღობას, რის გადასალახავადაც თვითმფრინავს უფრო მეტი საწვავი სჭირდება. გარდა ამისა, ჰაერის ეს ნაკადი დაბრკოლებას უქმნის თვითმფრინავებს, თუ ისინი მას ძალიან ახლოს მიჰყვებიან. ამიტომ თვითმფრინავები, რომლებიც ერთი და იმავე ასაფრენი ბილიკიდან ფრინდებიან, ერთმანეთისგან საკმარისი მანძილით უნდა იყვნენ დაშორებულები, რომ ჰაერის ნაკადმა გაფანტვა მოასწროს.

ავიაინჟინრებმა ამ პრობლემის შემცირების გზას მიაგნეს. მათი შთაგონების წყარო ცაში მოლივლივე ფრინველების ფრთების აპრეხილი ბოლოები გახდა, კერძოდ, კაკაჩის, არწივისა და ყარყატის.

დაფიქრდით: ფრენისას ფრთების კიდეებში არსებული ბუმბული ზევით იწყებს აწევას და საბოლოოდ ვერტიკალურ მდგომარეობას იღებს. ეს მდგომარეობა განაპირობებს იმას, რომ ფრინველი მოკლე ფრთებითაც კი საკმაოდ მაღლა იჭრება ცაში. ეს მას მანევრირებასაც უადვილებს. ინჟინრებმა ამ ფრინველებზე დაკვირვებით შექმნეს მსგავსი ფორმის ავიალაინერის ფრთები. თანამედროვე ქარის გვირაბში გამოცდისას, აღმოჩნდა, რომ თუ ფრთების კიდეები სათანადო დონეზე იქნებოდა აპრეხილი და გათვალისწინებული იქნებოდა ჰაერის ნაკადი, თვითმფრინავი ათი ან უფრო მეტი პროცენტით ადვილი სამართავი გახდებოდა. რატომ? ფრთების აპრეხილი კიდეები ამცირებს წინაღობას იმის წყალობით, რომ ასეთი ფრთები წარმოქმნის ჰაერის გაცილებით მცირე სპირალისებურ ნაკადს. უფრო მეტიც, ასეთი ფრთების მიერ წარმოქმნილი გაწევის ძალა ანეიტრალებს თვითმფრინავის აეროდინამიკურ ძალას“, — ნათქვამია ერთ ენციკლოპედიაში (Encyclopedia of Flight).

ამგვარად, აპრეხილი კიდეები საშუალებას იძლევა, რომ თვითმფრინავმა უფრო მეტი მანძილი დაფაროს და მეტი ტვირთი გადაიტანოს. ასეთი მოკლე ფრთების წყალობით იზოგება საწვავი და პარკირებისთვისაც ნაკლები სივრცეა საჭირო. მაგალითად, 2010 წელს მსოფლიო მასშტაბით ავიაკომპანიებმა დაზოგეს 7 600 000 000 ლიტრი საწვავი, შედეგად გარემოც ნაკლებად დაბინძურდა, — აღნიშნულია ნასას პრეს-რელიზში.

რას ფიქრობთ? თავისით განუვითარდა ცაში მოლივლივე ფრინველებს ასეთი ფრთები თუ ეს შემოქმედის ჩანაფიქრი გახლდათ?