არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  თებერვალი 2015

 ბიბლიის თვალსაზრისი | მესია

მესია

მესია

ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ მესია ქვეყნიერებაში მოვიდოდა და ხალხს ავადმყოფობის, ტანჯვისა და სიკვდილისგან იხსნიდა. იესო იყო ნაწინასწარმეტყველები მესია?

როგორ უნდა ამოეცნო ხალხს მესია?

ბიბლიური წინასწარმეტყველებების თანახმად, მესია, იგივე ქრისტე, დროის სხვადასხვა პერიოდში ორი განსხვავებული როლის შესასრულებლად უნდა მოსულიყო. * თავდაპირველად, ის დედამიწას ადამიანად მოევლინებოდა. ხალხს რომ იესოს ამოცნობა არ გასჭირვებოდა, ღვთის წინასწარმეტყველებმა ბევრი რამ იწინასწარმეტყველეს მის ცხოვრებასა და მსახურებაზე. ფაქტობრივად, წინასწარმეტყველების მთავარი მიზანი „იესოს შესახებ დამოწმებაა“ (გამოცხადება 19:10).

ადამიანად ყოფნის დროს იესომ მცირე მასშტაბით შეასრულა ის, რასაც ახლო მომავალში ფართო მასშტაბით მოიმოქმედებს, როგორც ძლიერი სულიერი ქმნილება

ბიბლიაში წერია:

მესია . . .

ყველა ეს წინასწარმეტყველება და კიდევ სხვა ბევრი იესოზე შესრულდა. გარდა ამისა, იესო კურნავდა ავადმყოფებს და მკვდრებს აღადგენდა. ეს მხოლოდ იმის კიდევ ერთი მტკიცება არ იყო, რომ ის მესია იყო. ამ სასწაულებით იესომ კიდევ უფრო გაამყარა ბიბლიის დაპირებებისადმი ჩვენი რწმენა, რომ მომავალში ის ასეთ საქმეებს ფართო მასშტაბით მოიმოქმედებს (ლუკა 7:21—23; გამოცხადება 21:3, 4). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ზეცად ამაღლდა და ღვთის მარჯვნივ დაჯდა, რათა დალოდებოდა იმ დროს, როცა მესიის როლს ბოლომდე შეასრულებდა (ფსალმუნი 110:1—6).

„როცა ქრისტე მოვა, განა ამაზე მეტ ნიშანს მოახდენს?“ (იოანე 7:31).

 როგორ დაასრულებს მესია თავის მისიას?

იესოს დღეებში მცხოვრები იუდეველები ფიქრობდნენ, რომ მესია მათ რომაელთა ბატონობიდან გაათავისუფლებდა და აღდგენილ ისრაელის სამეფოზე იმეფებდა (საქმეები 1:6). იესოს იუდეველი მიმდევრები მხოლოდ მოგვიანებით მიხვდნენ, რომ ის, როგორც ძლიერი სულიერი ქმნილება, ზეციდან განაგრძობდა თავისი მისიის შესრულებას, როგორც კი ამის ძალაუფლება მიეცემოდა (მათე 28:18).

ბიბლიაში წერია:

მეორე როლში მესია . . .

იესომ მესიის პირველი როლი ბრწყინვალედ შეასრულა. ის მეორე როლსაც წარმატებით შეასრულებს. ამიტომ გონივრულია, უფრო ახლოს გავიცნოთ იესო, ვინაიდან მან თქვა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (იოანე 14:6).

„მის დროს აყვავდება მართალი და იქნება დიდი მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს. მისი მორჩილები იქნებიან . . . დედამიწის კიდეებამდე“ (ფსალმუნი 72:7, 8).

^ აბზ. 5 „მესია“ ებრაული წარმოშობის სიტყვაა. „ქრისტე“ კი მისი ბერძნული შესატყვისია (იოანე 1:41).

^ აბზ. 7 მითითებული მუხლებიდან პირველი მიანიშნებს წინასწარმეტყველებაზე, მეორე — მის შესრულებაზე.

გაიგეთ მეტი

სასიხარულო ცნობა ღვთისგან

ვინ არის იესო ქრისტე?

გაიგე რატომ მოკვდა იესო, რა არის გამოსასყიდი და რას აკეთებს იესო ახლა.