არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  თებერვალი 2015

 მთავარი თემა | დღესაც აქტუალურია ბიბლია?

მარად გამოსადეგი ფასეულობები — ერთგულება

მარად გამოსადეგი ფასეულობები — ერთგულება

ბიბლიური პრინციპი: „ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული და ცოლქმრული სარეცელი შეუბილწავი“ (ებრაელები 13:4).

რით არის კარგი: ზოგი ამ სიტყვებს მოძველებულად მიიჩნევს. მაგრამ ისინი მწარედ ცდებიან! ღალატი დღესაც ისევე ანგრევს ადამიანს, როგორც მაშინ, როცა ეს სიტყვები დაიწერა (იგავები 6:34, 35).

ჯესი, რომელიც ცოლ-შვილიანი კაცია, წერს: „მეუღლესთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენ შორის ერთგულებასა და ბედნიერებას. ქორწინებაში ნდობა მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, ღალატი კი ანგრევს ნდობას“. გარდა ამისა, ღალატი შვილებზეც უარყოფითად მოქმედებს.

ლეგაიას * ქორწინებას საფრთხე ემუქრებოდა. „ცუდ ხალხთან დავიწყე ურთიერთობა. ღამის ცხოვრებით ვცხოვრობდი და საშინელ რამეებს ვაკეთებდი. ქმარს კი გამუდმებით ვატყუებდი“. გააბედნიერა ასეთმა ცხოვრებამ ლეგაია? ის და მისი ქმარი გამუდმებით კამათობდნენ. ლეგაია უბედური იყო. ის ამბობს: „როცა დავფიქრდი, რა სამარცხვინო დღეში ჩავიგდე თავი და როგორ ავრიე ყველაფერი, მივხვდი, რომ მართლები იყვნენ ჩემი მშობლები, როცა მეუბნებოდნენ, ცუდი საზოგადოება ხრწნის კარგ ჩვევებსო“ (1 კორინთელები 15:33).

ლეგაია განაგრძობს: „სანამ ყველაფერი დაკარგული არ იყო, გადავწყვიტე, ცხოვრების წესი შემეცვალა და ბიბლიის შესწავლა დამეწყო, ოღონდ ამჯერად ნასწავლი ცხოვრებაში გამომეყენებინა“. რა იყო შედეგი? ლეგაიამ შეინარჩუნა ოჯახი; ქმრის თვალში მეტი პატივისცემა და სიყვარული მოიპოვა. „ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. ერთი წუთითაც არ ვნანობ, რომ ცხოვრება შევიცვალე და, ეგრეთ წოდებულ, მეგობრებთან ურთიერთობა გავწყვიტე“, — დასძენს ის.

^ აბზ. 6 ზოგი სახელი შეცვლილია.