არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  თებერვალი 2015

სიბრძნე, რომელიც გვიცავს

სიბრძნე, რომელიც გვიცავს

„ტკბილია მსახურის ძილი, მიუხედავად იმისა, ცოტას ჭამს ის თუ ბევრს; მდიდარს კი ძილს უფრთხობს ქონების სიუხვე“ (ეკლესიასტე 5:12).

მართალია, სიმდიდრეში ცუდი არაფერია, მაგრამ მას პრობლემების მოტანაც შეუძლია, განსაკუთრებით ამ მშფოთვარე დროში (2 ტიმოთე 3:1—5). ზოგ ქვეყანაში, მდიდრები, მათ შორის ტურისტები, რომლებიც მდიდარი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, შეიძლება ქურდებისა და გამტაცებლების სამიზნე გახდნენ.

საინფორმაციო საშუალებები ერთი განვითარებადი ქვეყნის შესახებ წერდა: „ყაჩაღობა, თაღლითობა და ადამიანის გატაცება მდიდრებსა და ღარიბებს შორის მტრობას აღვივებს. რესტორნებს შეიარაღებული დაცვა ჰყავს; მდიდრების სახლები მავთულხლართებიანი გალავნებით არის გარშემორტყმული და განათებულია პროჟექტორებით; დამონტაჟებულია ვიდეო კამერები და ჰყავთ დაცვა“. მსგავსი სიტუაცია ბევრ ქვეყანაში შეინიშნება.

ღარიბებზე კი ბიბლია ამბობს: „ტკბილია მსახურის ძილი“. როგორ დაგვიცავს ამ ბრძნული სიტყვების გათვალისწინება? თუ თქვენს ტერიტორიაზე არცთუ ისე იშვიათად ხდება ძალადობა და დანაშაული ან თუ რომელიმე ასეთ ქვეყანაში მიემგზავრებით, ნუ მიიპყრობთ მძარცველების ყურადღებას თქვენი მდიდრული გარეგნობით. როცა გარეთ გადიხართ, კარგად დაფიქრდით, რას ჩაიცვამთ ან გაიკეთებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ძვირფასი ნივთები გაქვთ. იგავების 22:3-ში ნათქვამია: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება, გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს“.

ბიბლიიდან, ამ ღვთიური სიბრძნიდან, აშკარად ჩანს, რომ შემოქმედი ზრუნავს ჩვენზე და მას სურს, რომ ცუდი არაფერი დაგვემართოს. ასეთი „სიბრძნე იცავს კაცს“, — ნათქვამია ეკლესიასტეს 7:12-ში, — რადგან „სიცოცხლეს უნარჩუნებს მის მქონეთ“.

გაიგეთ მეტი

სასიხარულო ცნობა ღვთისგან

რატომ არის სასარგებლო ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება?

იესომ აგვიხსნა, თუ რატომ გვჭირდება ხელმძღვანელობა და რომელი ორი ბიბლიური პრინციპი არის ძალზედ მნიშვნელოვანი.

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

ადამიანის სიბრძნით არის დაწერილი ბიბლია?

გაიგე, რას ამბობს ბიბლია საკუთარ თავზე!

გამოიღვიძეთ!

სიბრძნე უხმობს ხალხს — თქვენს ყურსაც მოსწვდა მისი ხმა?

ჭეშმარიტი სიბრძნე კაცობრიობის პრობლემებს გადაჭრის.