წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! იანვარი 2015

 რა ხდება მსოფლიოში?

რელიგია ყურადღების ცენტრში

რელიგია ყურადღების ცენტრში

როგორც წესი, რელიგია ერთიანობას უნდა უწყობდეს ხელს. მაგრამ ძალიან ხშირად ის კონფლიქტებისა და განხეთქილების მიზეზი ხდება.

მსოფლიო

დედამიწის მოსახლეობის სამ მეოთხედზე მეტი ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც რელიგია მკაცრად იკრძალება პოლიტიკური კურსის ან სოციალური დაპირისპირებების გამო. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც რელიგიური უმცირესობები შეურაცხყოფისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან.

დაფიქრდით: რატომ არის ზოგი რელიგიის მიმართ მტრულად განწყობილი? (მათე 23:27, 28; იოანე 15:19).

ინგლისი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი ინგლისში გამომავალ ერთ გაზეთში წერდა: „ტერორისტული აქტების უკან ძირითადად რელიგია დგას“. ის დასძენს: „ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ საუკუნის შეიარაღებული კონფლიქტები და დაპირისპირებები უკიდურესი პოლიტიკური იდეოლოგიის ნიადაგზე ხდებოდეს, ისე როგორც ეს გასულ საუკუნეში ხდებოდა. ამ ყველაფრის მიზეზი ადვილად შეიძლება გახდეს კულტურული და რელიგიური განსხვავებულობა“ (Observer newspaper).

დაფიქრდით: რატომ ხდება ასე ხშირად რელიგია განხეთქილებისა და დაყოფის მიზეზი? (მარკოზი 7:6—8).

ავსტრალია

ავსტრალიის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით 5-დან 1 ავსტრალიელი აცხადებს, რომ არც ერთ რელიგიას არ მიეკუთვნება. და ეს მაშინ, როცა „რომელიმე რელიგიაში გაერთიანება სულაც არ ნიშნავს რელიგიურ საქმეებში აქტიურ მონაწილეობას“, — აღნიშნულია იმავე ანგარიშში. მამაკაცების მხოლოდ 15-მა და ქალების 22-მა პროცენტმა, რომლებიც ამა თუ იმ რელიგიას მიეკუთვნებიან, განაცხადა, რომ აქტიურად არიან ჩაბმული რელიგიურ თუ სულიერ საქმეებში.

დაფიქრდით: რა უარყოფითი მხარე შეიმჩნევა დღეს არსებულ უმეტეს რელიგიებში? (მათე 7:15—20).

გაიგეთ მეტი

იმსახურებს რომელიმე რელიგია ნდობას?

თუ რომელიმე რელიგიამ გული გაგიტეხათ, შეიძლება გაგიჭირდეთ სხვა რელიგიის ნდობა. როგორ დაგეხმარებათ ბიბლიის შესწავლა?

რატომ არიან იეჰოვას მოწმეები პოლიტიკურად ნეიტრალურები?

საშიშროებას ხომ არ უქმნიან ისინი ეროვნულ უსაფრთხოებას?