წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! იანვარი 2015

 მთავარი თემა

როგორ გაჩნდა სიცოცხლე?

როგორ გაჩნდა სიცოცხლე?

როგორ დაასრულებდით შემდეგ წინადადებას?

სიცოცხლე გაჩნდა ․․․․․.

  1. ა) ევოლუციის გზით

  2. ბ) შემოქმედების გზით

ზოგმა შეიძლება დაასკვნას, რომ ვისთვისაც მეცნიერებაა ავტორიტეტი, ევოლუციას დაასახელებდა, ხოლო ის, ვინც რელიგიურია, შემოქმედებას მიანიჭებდა უპირატესობას.

თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის.

რამა სინგჰი, მაკმასტერის უნივერსიტეტის (კანადა) პროფესორი ბიოლოგიის დარგში, ამბობს: „ევოლუციას მხოლოდ რელიგიური ფუნდამენტალისტები კი არ ეწინააღმდეგებიან, არამედ განათლებული საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილიც“.

დავფიქრდეთ ენტომოლოგიის პროფესორის, ჯერარდის სიტყვებზე, რომელიც უნივერსიტეტში ევოლუციას სწავლობდა. ის ამბობს: „გამოცდებზე პროფესორებს ისეთ პასუხებს ვცემდი, რასაც ისინი თვლიდნენ სწორად, მაგრამ ამის თავად არ მჯეროდა“.

რატომ ხდება, რომ ზოგჯერ მათაც კი, ვისთვისაც მეცნიერება ავტორიტეტია, უჭირთ იმის დაჯერება, რომ სიცოცხლე ევოლუციის გზით გაჩნდა? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, დავფიქრდეთ ორ კითხვაზე, რომელიც ბევრ მკვლევარს საგონებელში აგდებს: 1) როგორ მიეცა სიცოცხლეს დასაბამი? 2) როგორ განვითარდნენ ცოცხალი ორგანიზმები?