არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  ნოემბერი 2014

„თვალში საცემი და ძლიერი სიმბოლო“

„თვალში საცემი და ძლიერი სიმბოლო“

იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში, მდინარე მოტოიასუს აღმოსავლეთ სანაპიროსთან თითქმის 70 წელია დგას დანგრეული შენობა, რომლისთვისაც დღემდე ხელი არავის უხლია. რატომ არ მოხდა ამ შენობის რესტავრაცია?

აგურითა და კირით ნაშენი ამ სამსართულიანი სავაჭრო-საგამოფენო ცენტრის მშენებლობა 1915 წელს დასრულდა. მაგრამ 1945 წლის 6 აგვისტოს, დილის 8:15 სთ-ზე მისი ფუნქცია სრულიად შეიცვალა. ამ დღეს ადამიანმა პირველად აამოქმედა ატომური ბომბი, რომელიც ქალაქის თავზე, დაახლოებით 550 მეტრ სიმაღლეზე, თითქმის სავაჭრო-საგამოფენო ცენტრის თავზე აფეთქდა. ყველა, ვინც შიგნით იმყოფებოდა, მომენტალურად დაიღუპა. დანგრევას მხოლოდ შენობის შუაგული გადაურჩა.

„კაცობრიობის მიერ შექმნილი ყველაზე გამანადგურებელი ძალის ეს თვალში საცემი და ძლიერი სიმბოლო“ დღემდე ხელუხლებლად დგას, — ნათქვამია იუნესკოს * ერთ სტატიაში. 1996 წელს ეს შენობა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა, როგორც „ჰიროსიმის მშვიდობის მემორიალი“.

სამწუხაროდ, ამგვარმა მემორიალებმაც ვერ შეაჩერა ომი, რომლის უკანაც ხშირ შემთხვევაში დგას სიხარბე, ნაციონალიზმი და რასობრივი, რელიგიური თუ ტომობრივი სიძულვილი. ყოველთვის იქნება ომი?

ბიბლია პასუხობს, რომ არა. „[ღმერთი] წყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე, მშვილდს ლეწავს და შუბს ამტვრევს, ცეცხლში ბუგავს ეტლებს“, — ნათქვამია ფსალმუნის 46:9-ში. ამავე დროს, ღმერთი ადამიანურ მმართველობებს თავისი სამეფოთი ჩაანაცვლებს, რომლის მმართველიც იქნება „მეფეთა მეფე“, იესო ქრისტე (გამოცხადება 11:15; 19:16).

მაშინ ომის მემორიალები საჭირო აღარ იქნება. ესაიას 65:17 გვარწმუნებს: „აღარ გაიხსენებენ წინანდელს“ ანუ დღევანდელ გულსატკენ და დამამწუხრებელ მოვლენებს, „და არც გულში გაივლებენ“.

^ აბზ. 4 გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია.

გაიგეთ მეტი

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

რას გააკეთებს ღვთის სამეფო?

გაეცანი, რას მოგვიტანს ღვთის მთავრობა, როცა ის დედამიწაზე იმმართველებს.

საგუშაგო კოშკი

მალე ­ტანჯვას ბოლო მოეღება

ღმერთი გვპირდება, რომ მოსპობს ­ტანჯვის გამომწვევ ყოველგვარ მიზეზს. როგორ და როდის გააკეთებს ის ამას?