წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ნოემბერი 2014

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

ეკვადორი

2007 წელს ეკვადორის მთავრობამ განაცხადა ფონდის შექმნის აუცილებლობის შესახებ, რაც საჭირო იყო ამაზონის ხელუხლებელი ტროპიკული ტყეების თითქმის 10 000 კვ. კმ ფართობის დასაცავად, რათა იმ ტერიტორიაზე არ მომხდარიყო ნავთობის ჭაბურღილების გაყვანა. ამ გეგმის განხორციელება ვერ მოხერხდა, რადგან ტყის დაცვის პროგრამის დასაფინანსებლად მათ ვერ მოიპოვეს საკმარისი საერთაშორისო დაფინანსება. ამაზონის ტროპიკული ტყეების ეს ნაწილი მსოფლიოში ბიოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან ტერიტორიას წარმოადგენს.

იაპონია

იაპონიაში გამომავალ ერთ გაზეთში აღნიშნული იყო, რომ სისხლის ანალიზის დროს ტექნიკურად ძალიან რთულია სისხლში არსებული ყველა ვირუსის აღმოჩენა (The Japan News). სტატია იტყობინებოდა, რომ 2013 წელს 60 წელს გადაცილებული ერთი მამაკაცი სისხლის გადასხმის შედეგად შიდს-ის ვირუსით დაინფიცირდა. დონორი შესაძლოა შიდს-ის ვირუსის მატარებელი იყოს, მაგრამ ამ ვირუსს აქვს „ფანჯარა“ პერიოდი, როდესაც ვირუსის აღმოჩენა შეუძლებელია.

ზიმბაბვე

მართალია, ზიმბაბვეს საზღვართან მიმდინარე პარტიზანული ომი ზიმბაბვესა და მოზამბიკს შორის 30 წელზე მეტი ხნის წინ დასრულდა, მაგრამ ფარული ნაღმები დღემდე ასახიჩრებს და ხოცავს ადამიანებს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანგარიშით, „ზიმბაბვეს საზღვართან ნაღმების აფეთქების შედეგად 1980 წლიდან მოყოლებული 1 500-ზე მეტი ადამიანი და 120 000 შინაური პირუტყვი დაიხოცა, 2 000 კაცი კი დასახიჩრდა“.

ავსტრალია

ერთი გამოკითხვის თანახმად, სულ უფრო და უფრო იზრდება იმ წყვილთა რიცხვი, რომლებიც დაშორებისას იმაზე კამათობენ, თუ ვის დარჩება მათი შინაური ცხოველი. უძრავი ქონების, ფულისა და გარკვეული პირადი ნივთების გაყოფის შემდეგ წყვილები ცხოველების გაყოფაზე დავობენ.