წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ოქტომბერი 2014

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

შეერთებული შტატები

ზოგიერთი საპატრულო მანქანა აღჭურვილია სპეციალური ტექნოლოგიით, რომლის მეშვეობითაც გაცილებით უსაფრთხო გახდა დამნაშავის დაჭერა. ერთ-ერთი ასეთი ტექნოლოგიაა GPS სათვალთვალო მოწყობილობების სასროლი სისტემა, რომელიც დაამონტაჟეს საპატრულო მანქანების საგრილებელ ცხაურაზე. გასროლისას ის ეკრობა დამნაშავის მანქანას და შედეგად ეჭვმიტანილის დადევნება შესაძლებელი ხდება ისეთი სიჩქარით, რომელიც საფრთხეს აღარ უქმნის სხვა მძღოლებს.

ინდოეთი

გამოკვლევების თანახმად მზითევთან დაკავშირებული უთანხმოებების გამო ყოველ საათში ერთ ქალს კლავენ. მიუხედავად იმისა, რომ გაცემა-მიღების ეს ტრადიცია ოფიციალურად აკრძალულია, 2012 წელს 8 200-ზე მეტი ქალი მოკლეს იმის გამო, რომ სიძის ან მისი ოჯახის აზრით, პატარძალს საკმარისი მზითევი არ ჰქონდა.

შვეიცარია

სამ მთის ნამგალას, იგივე მეკირიას, პაწაწინა სენსორები მიამაგრეს, რისი მეშვეობითაც დაადგინეს, რომ ამ ჩიტებმა აფრიკაში მიგრაციის დროს 200 დღეზე მეტი შეუჩერებლად იფრინეს. ასეთი ხანგრძლივი მოძრაობა აქამდე მხოლოდ ზღვის ბინადრებში იყო დაფიქსირებული.

აფრიკის რქა (სომალის ნახევარკუნძული)

2005 წლის აპრილიდან მოყოლებული 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით მეკობრეებმა 179 ხომალდი გაიტაცეს აფრიკის რქის სანაპიროდან. მსოფლიო ბანკის კვლევების თანახმად მეკობრეებმა გატაცებულ გემებში მოთხოვნილი გამოსასყიდების მეშვეობით 413 მილიონ დოლარამდე მიიღეს.