წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ოქტომბერი 2014

 მთავარი თემა

რა არის ნამდვილი წარმატება?

რა არის ნამდვილი წარმატება?

წარუმატებლობაზე უარესი მოჩვენებითი წარმატებაა. წარუმატებლობის შემთხვევაში ჯერ კიდევ არის შანსი, რომ მდგომარეობა გამოასწოროთ. სხვა თუ არაფერი, გამოცდილებას მაინც შეიძენთ და მომავალში საქმეს უკეთ გაართმევთ თავს.

მოჩვენებითი წარმატების შემთხვევაში კი, საქმე სხვაგვარადაა. ამ დროს შეიძლება ფიქრობთ, რომ საქმე კარგად მიგდით, სინამდვილეში კი პირიქით ხდება. და როცა მიხვდებით, რომ ცვლილებები გაქვთ მოსახდენი, შეიძლება უკვე ძალიან გვიანი იყოს.

მაგალითად, ერთხელ იესო ქრისტემ ასეთი კითხვა დასვა: „კაცმა მთელი ქვეყნიერებაც რომ შეიძინოს, რას არგებს, სულს თუ დაკარგავს?“ (მათე 16:26). ეს სიტყვები კარგად მიესადაგება მათ, ვინც მთელ ცხოვრებას ფულის მოხვეჭასა და ფუფუნების საგნების შეძენას უძღვნის. სწორედ ასეთია მოჩვენებითი წარმატება. ტომ დენემი, რომელიც ადამიანებს პროფესიის შერჩევაში ეხმარება, ამბობს: „გამუდმებით მორიგ წარმატებაზე ფიქრს, სულ უფრო და უფრო მეტი ფულისა და ნივთების შეძენას, კმაყოფილება არ მოაქვს. იმის დაჯერება, რომ წარმატება მხოლოდ ფულზეა დამოკიდებული, უაზრობაა და შინაგანი სიცარიელის მეტს არაფერს მოგიტანთ“.

ტომ დენემს ალბათ ბევრი დაეთანხმებოდა. შეერთებულ შტატებში ჩატარებული ერთი გამოკითხვის დროს რესპოდენტებს სთხოვეს, წარმატების მისაღწევად ჩამოთვლილი 22 ფაქტორიდან თანმიმდევრულად დაესახელებინათ, რას ანიჭებდნენ უპირატესობას. სიის თავში მოხვდა ჯანმრთელობა, კარგი ურთიერთობები და საყვარელი საქმის კეთება. ბევრი ფულის ქონამ მე-20 ადგილი დაიკავა.

აშკარაა, რომ ადამიანებს თეორიულად შეუძლიათ განასხვაონ ნამდვილი წარმატება მოჩვენებითისგან. მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მიდგება, უჭირთ სწორი არჩევანის გაკეთება.