არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! აგვისტო 2014

 რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი

როგორ ვუთხრათ ბავშვს „არა“

როგორ ვუთხრათ ბავშვს „არა“

პრობლემა

ბავშვი „არას“ ადვილად არ იღებს. როდესაც რაღაცაზე უარს ეუბნებით, ის * ცდილობს თავისი გაიტანოს, რაც თქვენს მოთმინებას სცდის. მნიშვნელობა არა აქვს, რაც უნდა უთხრათ ან გააკეთოთ, ის მაინც არ მშვიდდება; ბოლოს ფიქრობთ, რომ სხვა გზა აღარ გაქვთ და უნდა დათმოთ. კიდევ ერთხელ თქვენი მტკიცე „არა“ იძულებითი „დიახ“ ხდება.

თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ, ადვილად არ დაჰყვეთ შვილის სურვილებს, მაგრამ ჯერ ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება შვილს ვუთხრათ „არა“.

რა უნდა იცოდეთ

„არას“ თქმა გულქვაობას არ ნიშნავს. ზოგი მშობელი არ ეთანხმება ამ აზრს. ისინი შესაძლოა ფიქრობენ, რომ უნდა იმსჯელონ შვილთან, აუხსნან უარის მიზეზი და მოლაპარაკებაზეც კი წავიდნენ. მაგრამ პირდაპირ „არას“ თქმას ერიდებიან, რადგან შიშობენ, რომ ეს ბავშვს გააღიზიანებს.

უნდა ვაღიაროთ, რომ „არას“ თქმამ შეიძლება ბავშვი თავიდან გაანაწყენოს, მაგრამ ეს მას ერთობ მნიშვნელოვან რამეს ასწავლის — რეალურ ცხოვრებაში ყოველთვის იქნება რაღაც, რაც არ ექნება და რასთანაც მოუწევს შეგუება. მეორე მხრივ, თუ ბავშვს ყველა სურვილს უსრულებთ, მის თვალში თქვენი, როგორც მშობლის, ავტორიტეტი ეცემა და ბავშვი სწავლობს, რომ წუწუნით შეუძლია ყველაფერი გაგაკეთებინოთ და თავის ჭკუაზე გატაროთ. დროთა განმავლობაში შეიძლება თქვენი ასეთი მოქმედება ბავშვისთვის გამაღიზიანებელიც კი აღმოჩნდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სათანადოდ დააფასებს შვილი ისეთ მშობელს, რომელსაც ადვილად მართავს?

არას“ თქმით ბავშვს მოზარდობის წლებისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ამზადებთ. „არა“ ბავშვს, დიდობაში საკუთარ სურვილებზე უარის თქმას ასწავლის. დიდი ალბათობაა, რომ ის ვინც ამას ისწავლის, ადვილად გაუმკლავდება მოზარდობის ასაკში ნარკოტიკების მიღებისა და სექსუალური უზნეობის ჩადენის ცდუნებას.

„არას“ თქმით ბავშვს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვისაც ამზადებთ. „რეალობა ის არის, რომ ჩვენ [უფროსები] ყოველთვის ვერ ვიღებთ იმას, რაც გვსურს. არანაირ სიკეთეს არ მოუტანს შვილებს იმის სწავლება, რომ ცხოვრებაში ყველაფერს ლანგრით მიართმევენ“, — აღნიშნავს პროფესორი დეივიდ უოლში. *

 როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ

არ ასცდეთ მიზანს. როგორც ყველა მშობელს, ბუნებრივია, თქვენც გსურთ, რომ თქვენი შვილი ემოციურად გაწონასწორებული და წარმატებული ახალგაზრდა იყოს. მაგრამ, თუ პატარაობიდანვე ყველა სურვილს უსრულებთ, ამ მიზანს ასცდებით. ბიბლია ამბობს: თუ ვინმეს „სიყმაწვილიდან ანებივრებ, მოგვიანებით შენი უმადური იქნება“ (იგავები 29:21). ასე რომ, უარის თქმა კარგ აღმზრდელობით ზომაზე მიუთითებს. დასჯის ამგვარი მეთოდით შვილს ბევრ პრობლემას აარიდებთ თავიდან (ბიბლიური პრინციპი: იგავები 19:18).

უარის თქმისას იყავით მტკიცე. ბავშვი თქვენი თანასწორი არ არის. ამიტომ საჭირო არაა, თქვენი უარი მასთან შეათანხმოთ. ცხადია, ზრდასთან ერთად ბავშვს უნდა განუვითარდეს აღქმის უნარი „კარგისა და ცუდის გასარჩევად“ (ებრაელები 5:14). ასე რომ, შვილთან მსჯელობა თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ პატარა ბავშვთან მოერიდეთ იმის გაუთავებელ ახსნას, თუ რატომ ეუბნებით უარს. რაც მეტად უხსნით უარის მიზეზს, თქვენი „არა“ მით მეტად დაკარგავს სიმტკიცეს და საეჭვო გახდება (ბიბლიური პრინციპი: ეფესოელები 6:1).

არ გადათქვათ. გულისგამაწვრილებელი ხვეწნით ბავშვმა შეიძლება დაგიყოლიოთ. როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს? ერთი წიგნი გვირჩევს: „ბავშვს ასეთი რამ უთხარით: თუ კრუსუნის ხასიათზე ხარ, კი ბატონო, მაგრამ მე არ მინდა ამის მოსმენა. შედი შენს ოთახში და მანამ იკრუსუნე, სანამ არ მოგბეზრდება“. თავიდან შეიძლება არ იყოს ადვილი ასეთი სიმტკიცის გამოვლენა და ეს არც ბავშვისთვის იყოს მისაღები. მაგრამ როცა ბავშვი მიხვდება, რომ არ ეხუმრებით, დათმობს თავის პოზიციას (ბიბლიური პრინციპი: იაკობი 5:12).

ბავშვს „არას“ ნუ ეტყვით მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან ავტორიტეტი აიმაღლოთ

გამოავლინეთ გონიერება. ბავშვს „არას“ ნუ ეტყვით მხოლოდ იმიტომ, რომ მის თვალში ავტორიტეტი აიმაღლოთ. ნაცვლად ამისა, დაე, „ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება“ (ფილიპელები 4:5). ზოგჯერ ბავშვს „დიახსაც“ ვეუბნებით, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ მისი თხოვნა, მისაღებია და ეს უბრალოდ ახირება არ არის (ბიბლიური პრინციპი: კოლოსელების 3:21).

^ აბზ. 4 მართალია, ამ სტატიაში აქცენტი ბიჭებზეა გაკეთებული, მაგრამ განხილული პრინციპები ეხება, როგორც ბიჭებს, ისე გოგონებს.

^ აბზ. 10 აღებულია წიგნიდან «რატომ უნდა ვუთხრათ ბავშვებს „არა“ და როგორ შეუძლიათ მშობლებს ამის გაკეთება».

გაიგეთ მეტი

გამოიღვიძეთ!

როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი ისტერიკაში ვარდება

როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ, როცა ბავშვი ისტერიკაში ვარდება? ბიბლიური პრინციპები დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში.

გამოიღვიძეთ!

ვასწავლოთ ბავშვებს, იყვნენ ყურადღებიანები ამ პირველობის მოყვარულ მსოფლიოში

განვიხილოთ სამი საკითხი, როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს, არ მოექცნენ პირველობის სულის გავლენაში.

გამოიღვიძეთ!

ასწავლეთ შვილებს მორჩილება

ყოველთვის თავისი გააქვს თქვენს შვილს? სტატიაში განხილული ხუთი რჩევა დაგეხმარებათ.