არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  ივლისი 2014

 მთავარი თემა | ტრაგედიის პირისპირ

ტრაგედიის პირისპირ

ტრაგედიის პირისპირ

ადრე თუ გვიან, თითქმის ყველას დაატყდება თავს რაიმე სახის ტრაგედია, მათ შორის მათაც, ვისაც ცხოვრებაში ყველაფერი აქვს.

ბიბლია ამბობს:

„მზის ქვეშ ვერც სწრაფები იმარჯვებენ რბოლაში და ვერც ძლიერები — ბრძოლაში; არც ბრძენებს აქვთ საკვები და არც გაგების უნარის მქონეთ — სიმდიდრე; არც მცოდნეთ ეპყრობიან კეთილგანწყობით, რადგან ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლესიასტე 9:11).

საკითხავი ის კი არ არის, დაგატყდებათ თუ არა ოდესმე უბედურება, არამედ ის, თუ როგორი იქნება თქვენი რეაქცია ამ დროს. მაგალითად:

  • როგორ მოიქცევით, თუ სტიქიური უბედურების დროს მთელ ქონებას დაკარგავთ?

  • როგორ მოიქცევით, თუ სიცოცხლისთვის საშიში დაავადება აღმოგაჩნდებათ?

  • როგორ მოიქცევით, თუ საყვარელი ადამიანი გამოგეცლებათ ხელიდან?

იეჰოვას მოწმეებს, ამ ჟურნალის გამომცემლებს, სჯერათ, რომ ბიბლია არა მარტო დაგეხმარებათ მსგავსი ტრაგედიების გადატანაში, არამედ მომავლის საფუძვლიან იმედსაც ჩაგისახავთ (რომაელები 15:4). მოვიყვანოთ სამი რეალური შემთხვევა იმისა, თუ როგორ უმკლავდებიან ზოგიერთები თავს დატეხილ უბედურებებს.