წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ივლისი 2014

 მთავარი თემა | ტრაგედიის პირისპირ

ჯანმრთელობის დაკარგვა

ჯანმრთელობის დაკარგვა

არგენტინაში მცხოვრები მაბელი აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა. ის ფიზიკური რეაბილიტაციის ცენტრში ფიზიოთერაპევტად მუშაობდა. 2007 წელს შეამჩნია, რომ უჩვეულოდ იღლებოდა და ყოველდღე თავის მწვავე ტკივილები ჰქონდა. „რამდენიმე ექიმთან ვიყავი, თითქმის ყველანაირი წამალი მოვსინჯე, მაგრამ არაფერმა მიშველა, — ამბობს მაბელი. ბოლოს მან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაიტარა და თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინდა. „შოკში ვიყავი, არ მჯეროდა, რომ ასეთი საშინელება მჭირდა“.

„სანამ ოპერაცია არ გავიკეთე, ბოლომდე არ მესმოდა, თუ რა მძიმე მდგომაროებაში ვიყავი. როცა თვალი გავახილე, ინტენსიური თერაპიის პალატაში აღმოვჩნდი. განძრევა არ შემეძლო, მხოლოდ ჭერს ვიყავი მიშტერებული. ოპერაციამდე აქტიური და დამოუკიდებელი ქალი ვიყავი, ახლა კი არაფრის გაკეთება არ შემეძლო. ყურში გამუდმებით ჩამესმოდა სამედიცინო აღჭურვილობის ხმა, სასწრაფო მანქანების სირენა და ავადმყოფების კვნესა. თითქოს ჰაერიც ტკივილითა და ტანჯვით იყო გაჟღენთილი. დღეს შედარებით გამოვჯანმრთელდი. დახმარების გარეშე შემიძლია სიარული, ზოგჯერ გარეთ გასვლასაც ვახერხებ. მაგრამ მხედველობა დამიქვეითდა და საგნებს გაორებულად ვხედავ. გარდა ამისა, დარღვეული მაქვს კუნთების კოორდინაცია“.

ტრაგედიასთან შეგუება

შეინარჩუნეთ დადებითი განწყობა. ბიბლია იგავების 17:22-ში ამბობს: „მხიარული გული მკურნალივით არის, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს“. მაბელი იხსენებს: „მკურნალობის პროცესში მეც ისეთივე სირთულეებს ვაწყდებოდი, როგორსაც ჩემი პაციენტები. ვარჯიშები იმდენად მტკივნეული იყო, რომ ზოგჯერ ვფიქრობდი, საერთოდ თავი დამენებებინა. მაგრამ თავს ვაიძულებდი, ასეთი უარყოფითი ფიქრები მომეშორებინა, რადგან ვიცოდი, რომ წვალება საბოლოოდ დამიფასდებოდა“.

მომავალს იმედის თვალით უყურეთ, ეს მოთმინებაში დაგეხმარებათ. მაბელი ამბობს: „ბიბლიიდან ვიცოდი, რატომ ხდებოდა უბედურებები, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ დღითი დღე ვუახლოვდებოდით იმ დროს, როცა ტკივილი წარსულს ჩაჰბარდებოდა“.  *

გახსოვდეთ, რომ ღმერთი ზრუნავს თქვენზე (1 პეტრე 5:7). მაბელი გვიყვება, როგორ დაეხმარა მას ამაზე ფიქრი: «როდესაც საოპერაციოში შემიყვანეს, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ესაიას 41:10-ში ჩაწერილ სიტყვებს ღმერთი პირადად მე მეუბნებოდა: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ“. საოცარი სიმშვიდე დამეუფლა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ რაც არ უნდა მომსვლოდა, იეჰოვა იყო ჩემ გვერდით».

იცოდით თუ არა? ბიბლია წინასწარმეტყველებს დროზე, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები მეტად აღარავის შეაწუხებს (ესაია 33:24; 35:5, 6).

^ აბზ. 7 მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 11.

გაიგეთ მეტი

შეუძლია ბიბლიას დაგეხმაროთ, თუ ქრონიკული დაავადება გტანჯავთ?

დიახ! მიიღეთ სამი რჩევა, რაც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.