წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ივლისი 2014

 მთავარი თემა | ტრაგედიის პირისპირ

ქონების დაკარგვა

ქონების დაკარგვა

2011 წლის 11 მარტს, პარასკევს, იაპონიაში მომხდარმა 9 ბალიანმა მიწისძვრამ 15 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 200 მილიარდზე მეტი ამერიკული დოლარის მატერიალური ზარალი მიაყენა ქვეყანას. 32 წლის მამაკაცი, კა, რომელმაც მოსალოდნელი ცუნამისგან თავის დასაღწევად შემაღლებულ ადგილს შეაფარა თავი, იხსენებს: „მეორე დილით სახლში დავბრუნდი ნივთების ასაღებად, მაგრამ ყველაფერი წყალს წაეღო, ჩემი სახლიც კი. მარტო საძირკველიღა იყო დარჩენილი.

დრო დამჭირდა იმ აზრთან შესაგუებლად, რომ მარტო ნივთები კი არ დავკარგე, არამედ ყველაფერი, რაც მებადა — მანქანა, კომპიუტერები, რომლებითაც სამუშაოს ვასრულებდი, მაგიდები, სკამები, დივანი, სხვადასხვანაირი გიტარა, ფლეიტა; აგრეთვე ჩემი სამუშაოსთვის მეტად საჭირო ნივთები: აკვარელი, ზეთის საღებავები, პასტელები და ყველა ჩემი ფერწერული თუ გრაფიკული ნამუშევარი“.

ტრაგედიასთან გამკლავება

ეცადეთ, იმაზე იფიქროთ, რაც გაქვთ და არა იმაზე, რაც დაკარგეთ. ბიბლია ამბობს: „ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15). კა იხსენებს თავის სიტუაციას: „თავიდან ჩამოვწერე იმ ნივთების სია, რაც მინდოდა, რომ მქონოდა, მაგრამ ამან კიდევ ერთხელ გამახსენა ყველაფერი, რაც წყალმა წალეკა. ამიტომ გადავწყვიტე, სიაში მხოლოდ აუცილებელი ნივთები შემეტანა. დროთა განმავლობაში სიას საჭიროებისამებრ ვანახლებდი. ეს დამეხმარა, ცხოვრება თავიდან დამეწყო“.

მხოლოდ საკუთარ თავზე ნუ იქნებით კონცენტრირებული, შეგიძლიათ შემთხვევით ისარგებლოთ და თქვენი მდგომარეობით სხვები გაამხნეოთ. «სხვადასხვა ორგანიზაციებისგან და მეგობრებისგან დიდ დახმარებას ვიღებდი და ამას ნელ-ნელა ისე შევეჩვიე, რომ საკუთარი თავის პატივისცემა დავკარგე, — ამბობს კა. — ერთ დღესაც გამახსენდა ერთი ბიბლიური მუხლი, რომელიც საქმეების 20:35-შია ჩაწერილი: „გაცემას მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“. რადგან არ შემეძლო სტიქიით დაზარალებულებს მატერიალურად დავხმარებოდი, გადავწყვიტე, სიტყვიერად გამემხნევებინა. გულუხვობის ასეთი სახით გამოვლენა მეც დიდად დამეხმარა».

სთხოვეთ ღმერთს ლოცვაში სიბრძნე, რომ მდგომარეობას თავი გაართვათ. კას მტკიცედ სწამდა ბიბლიაში ჩაწერილი სარწმუნო სიტყვების, რომ ღმერთი „შეისმენს გაძარცულთა ლოცვას“ (ფსალმუნი 102:17). თქვენც შეგიძლიათ მსგავსად მოიქცეთ.

იცოდით თუ არა? ბიბლია წინასწარმეტყველებს, რომ დადგება დრო, როდესაც სტიქიური უბედურებით აღარავინ დაზარალდება * (ესაია 65:21—23).

^ აბზ. 9 თუ გსურთ, გაიგოთ, რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით, იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ თავი მე-3. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

გაიგეთ მეტი

ღვთის სასჯელია სტიქიური უბედურებები?

გაეცანი ბიბლიაში მოცემულ სამ ფაქტორს, რომელიც გვეხმარება დავინახოთ, თუ როგორ მოქმედებს ღმერთი!