წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ივლისი 2014

 ქვეყნები და ხალხები

სტუმრად ირლანდიაში

სტუმრად ირლანდიაში

„ზურმუხტის კუნძული“ ორ ქვეყანას მოიცავს. კუნძულის დიდი ნაწილი უკავია ირლანდიის რესპუბლიკას, პატარა ნაწილი კი — გაერთიანებულ სამეფოში შემავალ ჩრდილოეთ ირლანდიას.

„გიგანტების გზა“

ირლანდიას „ზურმუხტის კუნძული“ უხვი წვიმების შედეგად წარმოქმნილი ხასხასა მწვანე საფარის გამო შეარქვეს. თვალწარმტაცი ტბები და მდინარეები, მთაგორიანი სანაპირო ზოლი და ბორცვები აქაურობას კიდევ უფრო ლამაზსა და შთამბეჭდავს ხდის.

ჩალით გადახურული კოტეჯი

ირლანდიელები მრავალჭირგამოვლილი ხალხია. მაგალითად, ზოგიერთი წყაროს თანახმად, დაახლოებით 1845—1851 წლებში ერთ მილიონამდე ადამიანი დაიღუპა მასიური შიმშილობითა და ავადმყოფობით, როდესაც კარტოფილის დაავადებამ მოსავალი გაანადგურა. სიღარიბისგან თავი რომ დაეღწიათ, მრავალი გადასახლდა ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთში, კანადასა და შეერთებულ შტატებში. დღეს დაახლოებით 35 მილიონი ამერიკელი თვლის, რომ ირლანდიური წარმომავლობა აქვს.

ირლანდიელები თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია. თავისუფალ დროს ცხენზე ჯირითითა და ისეთი სპორტული თამაშებით იქცევენ თავს, როგორიცაა: კრიკეტი, რაგბი, ფეხბურთი და გაელური ფეხბურთი. ქალები დიდი სიამოვნებით  თამაშობენ გუნდურ თამაშს, კამოგს, რომელიც ბალახის ჰოკეის წააგავს.

ირლანდიელებს უყვართ მუსიკა და ერთმანეთთან მუსაიფი. ირლანდიური ცეკვები მთელ მსოფლიოშია განთქმული. ცეკვის დროს მოცეკვავეებს ტანი სწორად უჭირავთ, ფეხებით კი სწრაფ და ზუსტ მოძრაობებს აკეთებენ.

ირლანდიური ბენდი

იეჰოვას მოწმეების ისტორია ირლანდიაში ას წელზე მეტს ითვლის. დღესდღეობით 6 000-ზე მეტი მოწმე აქტიურად არის ჩართული ბიბლიის სწავლების საქმეში.

ტრადიციული ირლანდიური მუსიკალური ინსტრუმენტებია: კელტური არფა, ირლანდიური გუდასტვირი, ვიოლინო, აკორდეონი, სალამური და დაირა.

იცოდით თუ არა?

„გიგანტების გზა“ ჩრდილოეთ ირლანდიის ჩრდილოეთ სანაპიროზე წარმოიშვა უძველესი ვულკანური ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი ბაზალტის სვეტებისგან.