წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ივნისი 2014

 ბიბლიის თვალსაზრისი

სიკვდილი

სიკვდილი

სად იმყოფებიან გარდაცვლილები?

„მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი“ (დაბადება 3:19).

რას ამბობს ხალხი.

ზოგის აზრით, ადამიანი სიკვდილის შემდეგ არსებობას განაგრძობს სამოთხეში, ჯოჯოხეთში, განსაწმენდელში ან ლიმბოში. სხვებს რეინკარნაციის სჯერათ. ხოლო ისინი, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით არც ერთ რელიგიურ შეხედულებას არ იზიარებენ, ფიქრობენ, რომ სიკვდილი უბრალოდ ყველაფრის დასასრულია.

რას ამბობს ბიბლია.

ეკლესიასტეს 9:10-ში წერია: „არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის სამარეში, სადაც მიდიხარ“. ბიბლია იმასაც გვიხსნის, თუ რა ემართებათ ადამიანებსა და ცხოველებს სიკვდილის შემდეგ. „ყველა ერთ ადგილას მიდის; მტვრისგან არიან შექმნილნი და მტვერსვე უბრუნდებიან“ (ეკლესიასტე 3:20).

 რა მდგომარეობაში არიან გარდაცვლილები?

„ამოსდის სული, თვითონ კი უბრუნდება მიწას, იმ დღეს ქრება მისი ფიქრები“ (ფსალმუნი 146:4).

რას ამბობს ხალხი.

მრავალს ჰგონია, რომ სიკვდილის შემდეგ მათი მდგომარეობა მათ დღევანდელ საქმეებზეა დამოკიდებული. თუ სიკეთეს გააკეთებენ, ჯილდოდ მარადიული ნეტარება ელით, ხოლო თუ ბოროტებას — სამუდამო ტანჯვა არ ასცდებათ. ზოგის აზრით სიკვდილის შემდეგ, ვიდრე ადამიანს ღვთის წინაშე წარდგომის უფლება მიეცემა, ის აუცილებლად ცოდვებისგან უნდა განიწმინდოს. ხოლო ისინი, ვინც არ განიწმინდებიან, სამუდამოდ მოკლებულები იქნებიან ამ ნეტარებას.

რას ამბობს ბიბლია.

მკვდრები არც სიამოვნებას განიცდიან და არც ტკივილს. სინამდვილეში ისინი უგრძნობ მდგომარეობაში არიან; მათ არც ვინმეს დახმარება შეუძლიათ და არც ვინმესთვის რამის დაშავება. ეკლესიასტეს 9:5, 6-ში ვკითხულობთ: „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან . . . ქრება მათი სიყვარული, სიძულვილი და შური; რაც მზის ქვეშ ხდება, აღარაფერში აღარასოდეს ექნებათ წილი“.

რა იმედი არსებობს გარდაცვლილთათვის?

თუ მოკვდება კაცი, განა კვლავ იცოცხლებს? დავიცდი მთელი ჩემი მონური სამუშაოს განმავლობაში, სანამ შვება მოვიდოდეს“ (იობი 14:14).

რას ამბობს ხალხი.

ხალხში გავრცელებულია აზრი, რომ თუ გარდაცვლილი ჯოჯოხეთში მოხვდა, მისთვის არანაირი იმედი აღარ არსებობს. როგორც ამბობენ, ჯოჯოხეთში ტანჯვა მარადიულია. მეორე მხრივ, ისინი ვინც განსაწმენდელში არიან, ზეციური ნეტარების მიღებამდე ცეცხლით უნდა განიწმინდონ ცოდვებისგან.

რას ამბობს ბიბლია.

ღვთის ძე გარდაცვლილებს მკვდრეთით აღადგენს, რომ მათ დედამიწაზე იცხოვრონ. ბიბლიაში ნათქვამია: „ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:26, 28, 29). უბოძებს თუ არა ღმერთი მარადიულ სიცოცხლეს აღდგენილებს, დამოკიდებული იქნება იმაზე, იცხოვრებენ თუ არა ისინი აღდგომის შემდეგ ღვთის მოსაწონად. *

^ აბზ. 14 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-7 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.