არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  მაისი 2014

სიბრძნე უხმობს ხალხს — თქვენს ყურსაც მოსწვდა მისი ხმა?

სიბრძნე უხმობს ხალხს — თქვენს ყურსაც მოსწვდა მისი ხმა?

„განა სიბრძნე არ უხმობს ხალხს და გამჭრიახობის ხმა არ გაისმის?! იგი შემაღლებულ ადგილებზე, გზის პირას . . . კარიბჭეებთან, ქალაქის პირას და შესასვლელებთან ხმამაღლა გაიძახის“ (იგავები 8:1—3).

სიბრძნე ფასდაუდებელი რამ არის. მის გარეშე ერთი მეორის მიყოლებით ჩავიდენდით სისულელეებს. მაგრამ სად შეიძლება ნამდვილი სიბრძნის პოვნა? ამ იგავების დამწერს მხედველობაში ჩვენი შემოქმედის უბადლო სიბრძნე ჰქონდა. ღვთიური სიბრძნე პრაქტიკულად დედამიწის ზურგზე მცხოვრები ყველა ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი. ეს სიბრძნე ერთ განსაკუთრებულ წიგნში, ბიბლიაშია თავმოყრილი.

  • ბიბლია «ყველაზე ფართოდ გავრცელებული წიგნია, — აღნიშნულია ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“. — ის ყველა სხვა წიგნზე ხშირად ითარგმნება და ყველაზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი». ბიბლია მთლიანად ან ნაწილობრივ დაახლოებით 2 600 ენაზეა გამოცემული და ხელმისაწვდომია მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტისთვის.

  • სიბრძნე პირდაპირი გაგებითაც „ხმამაღლა გაიძახის“. მათეს 24:14-ში ვკითხულობთ: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა [ამ ქვეყნიერების] აღსასრული“.

ეს „სასიხარულო ცნობა“ ჭეშმარიტი სიბრძნეა, რადგან ყურადღებას ამახვილებს ღვთის სიბრძნეზე, ანუ იმაზე, თუ როგორ გადაჭრის ღმერთი კაცობრიობის პრობლემებს თავისი სამეფოს მეშვეობით. სამეფო ღვთის ხელისუფლებაა, რომელიც ზეციდან მთელ დედამიწაზე იმმართველებს (დანიელი 2:44; 7:13, 14). ამიტომაც ლოცულობდა იესო ქრისტე: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:9, 10).

იეჰოვას მოწმეები დიდ პატივად თვლიან, 239 ქვეყანაში ღვთის სამეფოს შესახებ აუწყონ! დიახ, სიბრძნე — ღვთიური სიბრძნე — ნამდვილად „ხმამაღლა გაიძახის“ სახლის შესასვლელებთანაც კი. თქვენს ყურსაც მოსწვდა მისი ხმა?