წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! მაისი 2014

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია

ბუნების მსოფლიო ფონდის მონაცემებით 1997—2011 წლებში მდინარე მეკონგის მიდამოებში, რომელიც კვეთს კამბოჯას, ლაოსს, მიანმას, ტაილანდს, ვიეტნამს და იუნანის პროვინციას ჩინეთში, აღმოაჩინეს მცენარეებისა და ცხოველების ბევრი ახალი სახეობა, მათ შორის, ლალისფერთვალება მწვანე გველი (Trimeresurus rubeus). 2011 წელს აღმოჩენილი სახეობებიდან 82 მცენარეა, 21 რეპტილიაა, 13 თევზია, 5 ამფიბიაა და 5 ძუძუმწოვარია.

ევროპა

ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში ტრეფიკინგი სერიოზული პრობლემა გახდა — იუწყება „მოსქოუ ტაიმზი“. ხალხს ყიდიან სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, ამუშავებენ იძულებით და უკანონოდ ვაჭრობენ ადამიანის ორგანოებით. ტრეფიკერები სარგებლობენ სიღარიბით, უმუშევრობითა და გენდერული უთანასწორობით.

ახალი ზელანდია

მკვლევრებმა, რომლებიც იკვლევდნენ ტელევიზორის გავლენას ბავშვებსა და მოზარდებზე, დაასკვნეს, რომ ტელევიზორის დიდხანს ყურება „მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ანტისოციალური ქცევის ჩამოყალიბებას ადრეული სრულწლოვანების ასაკში“. მკვლევრების თქმით, მათი აღმოჩენები მხარს უჭერს ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციას, რომ ბავშვებმა „დღეში 1—2 საათზე მეტხანს არ უნდა უყურონ ტელევიზორს“.

ალასკა

ალასკის თითქმის ყველა სოფელი მდინარის სანაპიროებთან ან მათთან ახლოს არის გაშენებული. ამ სოფლების 86 პროცენტზე დამანგრევლად მოქმედებს წყალდიდობები და ეროზიები. უკანასკნელი მონაცემებით, ტემპერატურის მატება ხელს უშლის ყინულის საფარის წარმოქმნას, რის გამოც სოფლები უფრო მეტად დაუცველი ხდება შემოდგომის შტორმებისგან.

მსოფლიო

მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი ინვესტიციები იდება სუფთა ენერგო ტექნოლოგიებში, კერძოდ, ქარისა და მზის ენერგიის ტექნოლოგიებში, „გამომუშავებული ენერგია თითქმის ისეთივე დაბინძურებულია, როგორც 20 წლის წინ იყო“, — აღნიშნავს ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი მარია ვან დერ ჰუვენი.