წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! აპრილი 2014

 ინტერვიუ | ფრედერიკ დიუმულენი

ფარმაცევტი მკვლევარი თავის რწმენაზე მოგვითხრობს

ფარმაცევტი მკვლევარი თავის რწმენაზე მოგვითხრობს

ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფრედერიკ დიუმულენი გენტის (ბელგია) უნივერსიტეტში ფარმაცევტულ კვლევებს აწარმოებდა. ერთ დროს ის ათეისტი იყო, მაგრამ მოგვიანებით დარწმუნდა, რომ სიცოცხლე ღმერთმა შექმნა. ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ ფრედერიკისგან, რომელიც დღეს იეჰოვას მოწმეა, ინტერვიუ აიღო.

ბავშვობაში თუ გქონდათ რელიგიასთან შეხება?

დიახ. დედაჩემი კათოლიკე იყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც წიგნები წავიკითხე ჯვაროსნულ ლაშქრობებსა და ინკვიზიციაზე, შემძულდა რელიგია და არანაირი საერთო აღარ მინდოდა მასთან მქონოდა. არაქრისტიანული რელიგიების შესახებაც ვკითხულობდი და დავინახე, რომ არც ისინი ჯობდა რამით ქრისტიანობას. ფართოდ გავრცელებული რელიგიური კორუფციის გამო 14 წლისამ დავასკვენი, რომ ღმერთი არ არსებობდა. ასე რომ, როცა სკოლაში ევოლუციის თეორიას მასწავლიდნენ, დავიჯერე, რომ სიცოცხლე თავისით, ბუნებრივი პროცესების გზით გაჩნდა.

როგორ დაინტერესდით მეცნიერებით?

შვიდი წლის რომ ვიყავი, მიკროსკოპი მაჩუქეს და ის ჩემი საყვარელი სათამაშო გახდა. მისი მეშვეობით ვაკვირდებოდი თვალწარმტაც მწერებს, მაგალითად, პეპლებს.

როგორ დაინტერესდით სიცოცხლის წარმოშობით?

22 წლის ასაკში გავიცანი ერთი მეცნიერი, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო. მას სწამდა, რომ სიცოცხლე ღმერთმა შექმნა. ეს ჩემთვის ძალიან უცნაური ჩანდა. მეგონა, ადვილად დავუმტკიცებდი, რომ მისი რწმენა აბსურდული იყო. მაგრამ ჩემდა გასაკვირად, მან გონივრული პასუხები გამცა. ნელ-ნელა ღვთის მორწმუნე ხალხისადმი ინტერესი გამიჩნდა.

რამდენიმე თვეში კიდევ ერთი მოწმე გავიცანი, რომელიც საკმაოდ კარგად ერკვეოდა მედიცინაში. როდესაც შემომთავაზა თავისი მრწამსის შესახებ მოეყოლა, დავთანხმდი, რადგან მინდოდა, მცოდნოდა, თუ რატომ სწამდა ხალხს ღმერთი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ის შეცდომაში იყო შეყვანილი და მსურდა, მისთვის თვალი ამეხილა.

დაარწმუნეთ, რომ ცდებოდა?

ვერა, ვერ შევძელი. სიცოცხლის წარმოშობის შესახებ სხვადასხვა თეორიებს ვეცნობოდი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, აღმოვაჩინე, რომ ზოგი ცნობილი მეცნიერის აზრით,  უმარტივესი ცოცხალი უჯრედიც კი იმდენად რთული აგებულებისაა, რომ შეუძლებელია ის დედამიწაზე გაჩენილიყო. ზოგი მათგანი ფიქრობს, რომ ასეთ უჯრედებს სხვა სამყაროში მიეცა დასაბამი. სიცოცხლის წარმოშობის შესახებ მეცნიერებს შორის გამუდმებული დავა არსებობს.

არის რამე რაშიც მეცნიერები ერთმანეთს ეთანხმებიან?

ბევრი მეცნიერი ეთანხმება იმ აზრს, რომ სიცოცხლე როგორღაც, ბუნებრივი პროცესების გზით გაჩნდა უსიცოცხლო მატერიისგან. ამან შემდეგ კითხვაზე დამაფიქრა: თუ მათ არ იციან, როგორ გაჩნდა სიცოცხლე შემოქმედის გარეშე, იმაში როგორღა არიან დარწმუნებულნი, რომ ეს ნამდვილად ასე მოხდა? გადავწყვიტე, გამეგო, რა ეწერა ბიბლიაში სიცოცხლის წარმოშობაზე.

რა დასკვნამდე მიგიყვანათ ბიბლიამ?

რაც მეტად ვიკვლევდი ბიბლიას, მით მეტად ვრწმუნდებოდი ამ წიგნის სანდოობაში. მაგალითად, მეცნიერებმა მხოლოდ ახლახან აღმოაჩინეს იმის დამამტკიცებელი ფაქტები, რომ სამყაროს საწყისი ჰქონდა. მაგრამ ბიბლიის პირველივე მუხლში, რომელიც დაახლოებით 3 500 წლის წინათ დაიწერა, ნათქვამია, რომ „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“ *. ისიც აღმოვაჩინე, რომ მეცნიერულ საკითხებთან დაკავშირებით ბიბლია ზუსტ ინფორმაციას იძლევა.

აღმოვაჩინე, რომ მეცნიერულ საკითხებთან დაკავშირებით ბიბლია ზუსტ ინფორმაციას იძლევა

მეცნიერული ცოდნის გამო ხომ არ გაგიჭირდათ, გერწმუნათ ღმერთი?

არა. როცა პირველად ღმერთი ვირწმუნე, უნივერსიტეტში უკვე სამი წელი იყო, რაც ბიოლოგიას და ფარმაკოლოგიას ვსწავლობდი. დღემდე, რაც მეტად ვიკვლევ ცოცხალი ორგანიზმების აგებულებას, მით მეტად ვრწმუნდები შემოქმედის არსებობაში.

შეგიძლიათ მაგალითი მოიყვანოთ?

დიახ. მე ვიკვლევ, თუ როგორ მოქმედებს მედიკამენტები და ტოქსინები ცოცხალ ქმნილებებზე. ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ არის ჩვენი ტვინი დაცული საშიში ნივთიერებებისა და ბაქტერიებისგან. არსებობს გამყოფი ბარიერი, რაც სისხლის ნაკადს არ აძლევს საშუალებას, შეაღწიოს ტვინის უჯრედებში.

რატომ არის ეს გასაოცარი?

ას წელზე მეტი ხნის წინ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნივთიერებები, რომლებიც სისხლის ნაკადს გადააქვს, აღწევს სხეულის ყველა ორგანომდე, გარდა თავის ტვინისა და ზურგის ტვინისა. ეს ფაქტი ჩემთვის გასაოცარია, რადგან კაპილარული სისტემა სისხლს აწვდის ტვინის ყველა უჯრედს. შედეგად ტვინის უჯრედები იწმინდება, იკვებება და ჟანგბადით მდიდრდება. მაშ, როგორ ხდება, რომ სისხლის ნაკადი ვერ აღწევს ტვინის უჯრედებამდე? წლების განმავლობაში ეს საიდუმლოდ რჩებოდა.

როგორ ფუნქციონირებს გამყოფი ბარიერი?

მიკროსკოპული ზომის სისხლის კაპილარები არ ჰგავს პლასტმასის მილებს, რომლებიც შიგნით არ უშვებს იმას, რაც გარეთ არის. სისხლის კაპილარების კედლები უჯრედებისგან შედგება. ამ უჯრედების მეშვეობით ნივთიერებები და მიკრობები შედიან როგორც მათ შიგნით, ისე მათ შორის. მაგრამ ჩვენი ტვინის სისხლის კაპილარები სხვანაირად არის შექმნილი. ისინი მჭიდროდ არიან ერთმანეთთან შეერთებული. ეს უჯრედები და მათ შორის არსებული მჭიდრო კვანძები საოცარ ოპერაციას ასრულებენ. რთული მექანიზმების დიდი ნაკადი განაპირობებს იმას, რომ ისეთმა ნივთიერებებმა, როგორიცაა: ჟანგბადი, ნახშირორჟანგი და გლუკოზა მოწესრიგებულად გაიაროს სისხლის ნაკადსა და ტვინს შორის. მაგრამ სხვა ნაერთები, პროტეინები და უჯრედები გარეთ რჩება. ამგვარად, ჰემატოენცეფალური ბარიერი მოლეკულურ დონეზე მოქმედებს, რათა წარმოქმნას ფიზიკური, ქიმიური და ელექტრული ბარიერები. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი იმას ამტკიცებს, რომ სიცოცხლე ღმერთმა შექმნა.

გაიგეთ მეტი

თავისით გაჩნდა სიცოცხლე?

ძალიან მნიშვნელოვანია, რისი გვჯერა სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებით.