არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  აპრილი 2014

 მთავარი თემა | რატომ ღირს სიცოცხლე?

მდგომარეობა იცვლება

მდგომარეობა იცვლება

„ყოველმხრივ შევიწროებულნი ვართ, მაგრამ ისე არა ვართ შებორკილნი, რომ განძრევა არ შეგვეძლოს; საგონებელში ვართ ჩაცვენილი, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში არა ვართ“ (2 კორინთელები 4:8).

თვითმკვლელობას უწოდებენ „დროებითი პრობლემიდან სამუდამო გამოსავალს“. რაც უნდა წარმოუდგენლად მიგაჩნდეთ, ძალიან მძიმე, თუნდაც გამოუვალი მდგომარეობა, შესაძლოა დროებითი იყოს. სინამდვილეში, ის შეიძლება მოულოდნელად უკეთესობისკენ შეიცვალოს. (იხილეთ ჩარჩო  „მათი მდგომარეობა შეიცვალა“).

თუ ეს არ მოხდება, ნუ ეცდებით, ყველა პრობლემის ერთბაშად მოგვარებას. იესომ თქვა: „ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე — ხვალინდელ დღეს თავისი საწუხარი ექნება; ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი“ (მათე 6:34).

მაგრამ, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენი მდგომარეობა არ შეიცვლება? მაგალითად, დავუშვათ, ქრონიკული დაავადება გაწუხებთ. ან შესაძლოა იმაზე დარდობთ, რომ ოჯახი დაგენგრათ ან საყვარელი ადამიანი გარდაგეცვალათ.

ასეთ სიტუაციებშიც კი, რაღაცის შეცვლა შესაძლებელია. მდგომარეობას ვერ შეცვლით, მაგრამ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება. თუ ისწავლით იმ აზრთან შეგუებას, რომ არის რაღაც, რასაც ვერ შეცვლით, მოვლენებს უფრო დადებითი კუთხით შეხედავთ (იგავები 15:15). იმის ნაცვლად, რომ რადიკალურ ზომებს მიმართოთ და თვითმკვლელობა სცადოთ, უმჯობესი იქნება, პრობლემებთან გამკლავების გზები მოძებნოთ. მართალია, შეიძლება სიტუაცია ვერ გამოასწოროთ, მაგრამ სიტუაციისადმი დამოკიდებულების გაკონტროლებას მაინც შეძლებთ (იობი 2:10).

გახსოვდეთ: მთის მწვერვალზე ერთი ნაბიჯით ვერ ახვალთ, მაგრამ ნელ-ნელა შეძლებთ ამას. იმავეს თქმა შეიძლება პრობლემების უმეტესობაზე, თუნდაც ის მთასავით დიდი იყოს.

რის გაკეთება შეგიძლიათ დღესვე: მოუყევით ვინმეს თქვენი მდგომარეობის შესახებ, იქნება ეს მეგობარი თუ ოჯახის წევრი. ის შეიძლება დაგეხმაროთ, სიტუაციას უფრო გაწონასწორებული თვალით შეხედოთ (იგავები 11:14).