წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! აპრილი 2014

 მთავარი თემა | რატომ ღირს სიცოცხლე?

დახმარება არსებობს

დახმარება არსებობს

„ყველა თქვენი საწუხარი მას [ღმერთს] მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7).

როცა ფიქრობთ, რომ მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია, სიცოცხლეს შეიძლება სიკვდილი ამჯობინოთ. განვიხილოთ, რა შეიძლება აღმოჩნდეს ამ დროს დამხმარე.

ლოცვა. ლოცვა არც მარტო გუნება-განწყობის ასამაღლებელი საშუალებაა და არც მხოლოდ სასოწარკვეთილებაში მყოფი ადამიანის უკანასკნელი იმედი. ეს არის ურთიერთობა იეჰოვა ღმერთთან, რომელიც ზრუნავს თქვენზე. იეჰოვას სურს, რომ თქვენი საწუხარი გაუზიაროთ. ბიბლია მოგვიწოდებს: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში“ (ფსალმუნი 55:22).

კარგი იქნება, თუ დღესვე მიმართავთ ღმერთს ლოცვით. ლოცვისას მოიხსენიეთ ღვთის სახელი იეჰოვა და საუბრისას იყავით გულწრფელი (ფსალმუნი 62:8). იეჰოვას სურს, რომ დაუმეგობრდეთ მას (ესაია 55:6; იაკობი 2:23). ღმერთს შეგიძლიათ ლოცვით მიმართოთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.

თვითმკვლელობის პრევენციის ამერიკის ფონდის მონაცემების თანახმად, „იმ ადამიანთა 90 პროცენტზე მეტს, რომლებმაც თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე, აღენიშნებოდათ ემოციური მოშლილობა. ხშირ შემთხვევაში, ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ ასეთი პრობლემა ჰქონდათ, შესაბამისად, არც ექიმს მიმართავდნენ და არც სათანადო მკურნალობას იტარებდნენ“.

მზრუნველი ადამიანები. თქვენს სიცოცხლეს სხვებისთვისაც აქვს მნიშვნელობა, მათ შორის ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის, რომლებმაც შესაძლოა უკვე არაერთხელ დაგარწმუნეს თავიანთ სიყვარულში. მზრუნველ ადამიანებში ისინიც შედიან, რომლებსაც შესაძლოა ჯერ არ შეხვედრიხართ. მაგალითად, იეჰოვას მოწმეები ქადაგების დროს ხვდებიან სასოწარკვეთილ ადამიანებს, რომლებსაც თვითმკვლელობა აქვთ განზრახული. კარდაკარ ქადაგებისას იეჰოვას მოწმეებს შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევათ, დაეხმარონ ასეთ ადამიანებს. იესოს მსგავსად, ისინიც ზრუნავენ თავიანთ მოყვასზე, მათ შორის თქვენზეც (იოანე 13:35).

სამედიცინო დახმარება. მას, ვინც თვითმკვლელობაზე ფიქრობს, ხშირად ხასიათის უცნაური ცვალებადობა ახასიათებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ღრმა დეპრესიაშია. არაფერია სასირცხვილო იმაში, თუ ასეთი სიმპტომები გაქვთ, ისევე როგორც ფიზიკური ავადმყოფობა არ არის სასირცხვილო. ფაქტობრივად, დეპრესიას უწოდებენ „გონების გრიპს“. ის შეიძლება ნებისმიერს „შეეყაროს“, მაგრამ მისი განკურნება შესაძლებელია. *

გახსოვდეთ: ჩვეულებრივ, ღრმა დეპრესიას საკუთარი ძალებით ვერ გაუმკლავდებით. მაგრამ, თუ დახმარებაზე უარს არ იტყვით, წარმატებას მიაღწევთ.

რის გაკეთება შეგიძლიათ დღესვე: მიმართეთ სანდო ექიმს, რომელიც მკურნალობს დეპრესიას.

^ აბზ. 8 თუ სერიოზულად ფიქრობთ თვითმკვლელობაზე, გაიგეთ, დახმარების რა საშუალებები არსებობს, მაგალითად, ხელმისაწვდომია თუ არა თვითმკვლელობის პრევენციის ცხელი ხაზი ან საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილება. ასეთ დაწესებულებებში მუშაობენ გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევენ.

გაიგეთ მეტი

დამეხმარება ღმერთი, თუ ვილოცებ?

მართლა ზრუნავს ღმერთი ჩვენზე და გვეხმარება პრობლემების დროს?