წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! აპრილი 2014

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

შეერთებული შტატები

კალიფორნიის ქალაქ ლოს-ანჯელესში სინქრონულად აამუშავეს დაახლოებით 4 500 შუქნიშანი, რომლებიც განლაგებულია 1 215 კვ. კმ-ზე. გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმზის“ თანახმად, ლოს-ანჯელესი „მსოფლიოში პირველი მეგაპოლისია, რომელმაც ეს გააკეთა“.

მსოფლიო

მსოფლიო მოსახლეობის ჯანმრთელობის შეფასებისას გამოვლინდა, რომ 1990—2010 წლებში 82 პროცენტით გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც ჭარბი წონა აწუხებთ. ჭარბი წონა იწვევს სამჯერ მეტ სიკვდილიანობას, ვიდრე საკვების ნაკლებობა, თუმცა ბევრ ქვეყანაში ეს პრობლემა დღემდე არსებობს. „რეალურად, 20 წლის წინ ჩვენ ვცხოვრობდით მსოფლიოში, სადაც პრობლემა საკვების ნაკლებობა იყო, დღეს კი პირიქით, ბევრი საკვებია თვით განვითარებად ქვეყნებშიც კი, მათ შორის არაჯანსაღი, რაც უამრავ ავადმყოფობას იწვევს“, — აღნიშნავს ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარი, პროფესორი მაზიდ ეზატი.

მიდუვეის კუნძული

როგორც ცნობილია, შავზურგა ალბატროსმა, „უძველესი სახეობის გარეულმა ფრინველმა“, კიდევ ერთი ბარტყი გამოჩეკა. რამდენი წლისაა ბარტყის დედა? ამ ალბატროსს პირველად მარკირება 1956 წელს გაუკეთეს, როდესაც ის სულ მცირე 5 წლის იყო, დღეს კი 60 წელსაა გადაცილებული. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ამ ალბატროსმა შესაძლოა 3-დან 4 მილიონ კილომეტრამდე იფრინა, რომელიც დაახლოებით იმ მანძილის ეკვივალენტია, რაც საჭიროა დედამიწიდან მთვარემდე 4-ჯერ ან 6-ჯერ გასაფრენად და უკან დასაბრუნებლად.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

ერთი გამოკვლევის თანახმად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ქალების მესამედი კანის მათეთრებელ საპნებსა და კრემებს იყენებს. ასეთი მათეთრებლები ჯანმრთელობისთვის საზიანოა და რამდენიმე ქვეყანაში აკრძალულია. მათი მოხმარება იწვევს სხვადასხვა სახეობის კიბოს, დეპრესიას, გამონაყარს, ნაიარევებს და აზიანებს თირკმელებს.