არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  აპრილი 2014

 მთავარი თემა

რატომ ღირს სიცოცხლე?

რატომ ღირს სიცოცხლე?

ვინც დაიანას * იცნობს, იტყვის, რომ ის გონიერი, მეგობრული და ურთიერთობის მოყვარული გოგოა. მიუხედავად იმისა, რომ ბედნიერი და ხალისიანი ჩანს, კვირების და ზოგჯერ თვეების განმავლობაში დაიანა მწვავე დეპრესიას განიცდის. ის ამბობს: „დღე არ გავა, რომ სიკვდილზე არ ვიფიქრო. დარწმუნებული ვარ, ცხოვრება ჩემ გარეშეც მშვენიერი იქნებოდა“.

„ზოგი გამოკვლევის თანახმად, იქ, სადაც ერთი ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, 200 ცდილობს თავის მოკვლას, 400 კი ფიქრობს ამაზე“ (კანადაში გამომავალი გაზეთი „მონრეალი“).

დაიანა ამბობს, რომ თავს არასოდეს მოიკლავს. თუმცა ზოგჯერ ფიქრობს, რომ არ ღირს სიცოცხლე. ის ამბობს: „ვნატრობ, რომ კატასტროფაში მოვყვე. სიკვდილი ჩემთვის შვება იქნება“.

ბევრისთვის ნაცნობია დაიანას გრძნობები და ზოგ მათგანს უფიქრია კიდეც თვითმკვლელობაზე ან უცდია თავისი ჩანაფიქრის განხორციელება. ექსპერტების აზრით, იმ ადამიანთა უმეტესობას, რომლებიც თავის მოკვლას ცდილობენ, სინამდვილეში სიკვდილი კი არ სურთ, არამედ ის, რომ მათ ტანჯვას ბოლო მოეღოს. მოკლედ რომ ვთქვათ, მათ სჯერათ, რომ ნამდვილად აქვთ მიზეზი თავის მოსაკლავად. მაგრამ სინამდვილეში მათ იმ მიზეზების ცოდნა სჭირდებათ, რატომაც ღირს სიცოცხლე.

რატომ ღირს სიცოცხლე? განვიხილოთ სამი მიზეზი, რაც დაგვარწმუნებს, რომ სიცოცხლე ნამდვილად ღირს.

^ აბზ. 3 სახელი შეცვლილია.