წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! აპრილი 2014

 ბიბლიის თვალსაზრისი

რასიზმი

რასიზმი

საიდან წარმოიშვა ადამიანთა რასები?

„ადამმა თავის ცოლს ევა უწოდა, რადგან ის უნდა გამხდარიყო ყოველი ცოცხლის დედა“ (დაბადება 3:20).

რას ამბობენ ექსპერტები.

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) განმარტებით, „ყველა ადამიანი ერთ სახეობას მიეკუთვნება და ყველას ერთი საერთო წინაპარი ჰყავს“ (დეკლარაცია რასისა და რასობრივი ცრურწმენის შესახებ, 1978).

რას ამბობს ბიბლია.

ღმერთმა შექმნა პირველი ადამიანები, ადამი და ევა, და უთხრა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას“ (დაბადება 1:28). ამგვარად, ადამი და ევა გახდნენ მთელი კაცობრიობის მშობლები. მოგვიანებით, როდესაც წარღვნით კაცობრიობა მოისპო, გადარჩა მხოლოდ ოთხი წყვილი — ნოე და მისი ცოლი, ნოეს სამი ვაჟი და მათი ცოლები. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ყველა ადამიანი ნოეს ვაჟებისგან წარმოიშვა (დაბადება 9:18, 19).

 უპირატესობს ერთი რასა მეორეზე?

[ღმერთმა] ერთი ადამიანიდან შექმნა ყველა ხალხი, რათა მთელი დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ“ (საქმეები 17:26).

რას ამბობს ზოგი.

მე-20 საუკუნეში ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფებმა შეითვისეს რასისტული იდეოლოგიები. მაგალითად, ნაცისტები ამბობდნენ, რომ მათი რასა უპირატესობდა სხვა რასებზე და ამტკიცებდნენ, რომ საამისოდ ბიოლოგიურ-გენეტიკური საფუძველი გააჩნდათ. მეორე მხრივ, ზემოთ მოხსენიებულ იუნესკოს დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ „ყველა რასა თანაბარია, რადგან ყველას ერთი საერთო წინაპარი ჰყავს“.

რას ამბობს ბიბლია.

საქმეების 10:34, 35-ში ვკითხულობთ: „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“. სწორედ ამ მიზეზის გამო არავის აქვს უფლება, ერთი რასა მეორეზე მაღლა დააყენოს.

იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „თქვენ ყველანი ძმები ხართ“ (მათე 23:8). ამ სიტყვებით მან ხაზი გაუსვა იმას, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ ქრისტიანებს ერთმანეთის მიმართ. ის ლოცულობდა, რომ თავის მიმდევრებს შორის ყოფილიყო ერთობა, „სრულყოფილებისთვის მიეღწიათ ერთობაში“, არ ყოფილიყვნენ დაყოფილნი და განცალკევებულნი (იოანე 17:20—23; 1 კორინთელები 1:10).

დასრულდება ოდესმე რასიზმი?

„უკანასკნელ დღეებში იეჰოვას სახლის მთა განმტკიცდება . . . და ყველა ერი მისკენ დაიწყებს დენას“ (ესაია 2:2).

რას ფიქრობს ზოგი.

ბევრ ქვეყანაში დღემდე არსებული რასობრივი დაპირისპირება ხალხში ბადებს კითხვას, მიაღწევს თუ არა კაცობრიობა რაიმე წარმატებას რასიზმთან ბრძოლაში. ზოგის აზრით, რასობრივი თანასწორობა არასოდეს მიიღწევა.

რას ამბობს ბიბლია.

ღმერთი მარადიულად არ მოითმენს რასობრივ სიძულვილს. მისი სამეფოს მმართველობის დროს მამაკაცები და ქალები „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ გაერთიანებულად სცემენ მას თაყვანს და ნამდვილ სიყვარულს გამოავლენენ მოყვასის მიმართ (გამოცხადება 7:9). ღვთის სამეფო არ არის ადამიანის გულის მდგომარეობა. ის არის მთავრობა, რომელიც საოცარ ცვლილებებს მოახდენს დედამიწაზე, სადაც ღვთის თავდაპირველი განზრახვის თანახმად, ადამიანები რასობრივი ბარიერების გარეშე იცხოვრებენ. *

^ აბზ. 15 მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, მე-3 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

გაიგეთ მეტი

მსოფლიო მიკერძოების გარეშე როდის?

ბიბლია მრავალს დაეხმარა მიკერძოების დაძლევაში. როდის აღმოიფხვრება სრულად მიკერძოება და დისკრიმინაცია?