წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! აპრილი 2014

 ვინ შექმნა?

პეპლის ფრთები

პეპლის ფრთები

პეპელას იმდენად სიფრიფანა ფრთები აქვს, რომ ზედ მოხვედრილმა მტვრის ნაწილაკებმა ან ცვარმა შეიძლება ფრენა გაურთულოს. მაგრამ მისი ფრთები ყოველთვის სუფთა და მშრალია. რაშია საიდუმლო?

პეპლის ფრთები დაფარულია ერთმანეთზე ნაწილობრივ გადაფარებული პაწაწინა ქერცლებით

დაფიქრდით: ოჰაიოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა, რომლებიც იკვლევენ ლურჯ პეპელა მორფოს (Morpho didius), აღმოაჩინეს, რომ მართალია, პეპლის ფრთები შეუიარაღებელი თვალით გლუვი ჩანს, მაგრამ, სინამდვილეში, ის დაფარულია ერთმანეთზე ნაწილობრივ გადაფარებული პაწაწინა ქერცლებით, რომლებიც კრამიტს მოგვაგონებს. ამ ქერცლებს შორის წარმოქმნილი კიდევ უფრო პაწაწინა ღარები განაპირობებს იმას, რომ მტვრის ნაწილაკები და ნამი ადვილად ჩამოვარდეს ფრთებიდან. ინჟინრები ცდილობენ, პეპლის ფრთების სტრუქტურაზე დაკვირვებით შექმნან მაღალი ხარისხის სამრეწველო და სამედიცინო აპარატურის ზედაპირი, რომელიც დაიცავს აპარატურას მტვრისა და წყლის ზემოქმედებისგან.

პეპლის ფრთები კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობენ მეცნიერები, ბუნებისგან ისესხონ იდეები. „საინჟინრო თვალსაზრისით, ბუნება სავსეა საოცარი მიკრო და მაკრო ქმნილებებით, რომლებიც საუკუნეებია შთაგონების წყაროს წარმოადგენენ ადამიანებისთვის“, — აღნიშნავს მკვლევარი ბარატ ბუშანი.

რას ფიქრობთ? პეპლის ფრთები ევოლუციის შედეგია თუ შემოქმედების ნაყოფი?