წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! მარტი 2014

 ქვეყნები და ხალხები

სტუმრად სალვადორში

სტუმრად სალვადორში

ადგილს, რომელზეც დაახლოებით 500 წლის წინათ ესპანელებმა პირველად დადგეს ფეხი, დღეს სალვადორი ჰქვია. ამ მიწას ადგილობრივები „კუსკატლანს“ უწოდებდნენ, რაც ნიშნავს „ძვირფასი ქვების მიწას“. დღეს სალვადორელთა უმეტესობა ადგილობრივებისა და ჩასახლებული ევროპელების შთამომავალია.

სალვადორელები გამრჯე, შრომისმოყვარე და თბილი ხალხია. გამოირჩევიან ზრდილობითა და თავაზიანობით. საუბრის ან სამუშაოს დაწყებამდე ერთმანეთს თავაზიანად ესალმებიან შემდეგი სიტყვებით: „ბუენოს დიას“ (დილა მშვიდობისა) ან „ბუენას თარდეს“ (გამარჯობა). ფაქტობრივად, სოფლებში და პატარა ქალაქებში მცხოვრებნი უზრდელობად თვლიან, რომ გამვლელმა სალმის გარეშე ჩაიაროს.

ყავის კულტურამ დიდი გავლენა იქონია სალვადორის ისტორიაზე

სალვადორელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საჭმელია „პუპუსა“. ეს არის სიმინდის (ან ბრინჯის) ფქვილისგან მომზადებული ღვეზელი ყველის, ლობიოსი და ღორის ხორცის შიგთავსით. ზოგჯერ შიგთავსს სხვა ინგრედიენტებისგანაც ამზადებენ. „პუპუსას“ ხშირად პომიდვრის საწებელთან და „კურტიდოსთან“ ერთად მიირთმევენ. „კურტიდო“ გახლავთ კომბოსტოს, სტაფილოს, ხახვისა და ძმრისგან მომზადებული სალათი. „პუპუსას“ ზოგი დანა-ჩანგლით მიირთმევს, მაგრამ ტრადიციულად ის ხელით იჭმევა.

„პუპუსა“ სალვადორელების ერთ-ერთი საყვარელი საჭმელია

ლოს ტერსიოსის ჩანჩქერი, სუჩიტოტო

 იცოდით თუ არა? სალვადორს „ვულკანების ქვეყანას“ უწოდებენ. იქ 20-ზე მეტი ვულკანია, რომელთაგან ზოგი დღემდე აქტიურია. ლოს ტერსიოსის ჩანჩქერი ლამაზად ჩამოედინება ვულკანური ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი ბაზალტის სვეტების ტერასებზე.

სალვადორში 38 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე და 700-მდე კრებაა. დაახლოებით 43 000 ადამიანი სწავლობს ბიბლიას ესპანურ და ინგლისურ ენებზე, აგრეთვე სალვადორული ჟესტების ენაზე.