არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  თებერვალი 2014

 ვინ შექმნა?

ციცინათელას მანათობელი ორგანო

ციცინათელას მანათობელი ორგანო

ციცინათელას ერთ-ერთი სახეობის (Photuris) მანათობელი ორგანო დაფარულია დაკბილული ფირფიტებით, რაც საგრძნობლად ზრდის მწერის მიერ გამოსხივებული სინათლის სიკაშკაშეს. *

დაკბილული ფირფიტები

დაფიქრდით: მეცნიერებმა ზოგიერთი ციცინათელას მანათობელ ზედაპირზე აღმოაჩინეს გოფრირებული ფორმის პაწაწინა ფირფიტები, რომლებიც კრამიტის სახურავს მოგვაგონებს. ერთ ბოლოში ფირფიტები გადახრილია 3 მიკრომეტრით, რაც ადამიანის თმის ღერის სისქეზე 20 ჯერ ნაკლებია. მიუხედავად ამისა, ასეთი პაწაწინა დახრილობა განაპირობებს იმას, რომ მანათობელმა ზედაპირმა თითქმის 50 პროცენტით უფრო მეტად გაანათოს, ვიდრე ეს სწორი ზედაპირის შემთხვევაში იქნებოდა.

დაეხმარა ამის გაგება მეცნიერებს, გაეუმჯობესებინათ მანათობელი დიოდების ეფექტურობა, რომლებსაც იყენებენ ელექტრონულ მოწყობილობებში? მეცნიერებმა მანათობელი დიოდი დაფარეს გოფრირებული ზედაპირით, დაახლოებით ციცინათელას ზედაპირის მსგავსად. შედეგად მანათობელმა დიოდმა 55 პროცენტით მეტად გაანათა. ფიზიკოსი ანიკ ბეი ამბობს: „ამ ცდებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ დავინახეთ, თურმე რამდენი რამის სწავლა შეგვიძლია ცოცხალ სამყაროზე დეტალური დაკვირვებით“.

რას ფიქრობთ? ევოლუციის გზით გაჩნდნენ ციცინათელები, თუ ისინი შემოქმედმა შექმნა?

^ აბზ. 3 მეცნიერებს არა აქვთ შესწავლილი ამ ციცინათელას ყველა სახეობა.