არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  თებერვალი 2014

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

შეერთებული შტატები

„კერძო დამსაქმებელს მწეველი თანამშრომლის შენახვა . . . წელიწადში 5 816 დოლარით მეტი უჯდება, ვიდრე არამწეველის“, — აღნიშნულია „ნიუ-იორკ ტაიმზში“. ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად, სავარაუდოდ, დამატებითი ხარჯები გამოწვეული იყო იმით, რომ მწეველები დიდ დროს კარგავდნენ მოწევაში, ხშირად არ ცხადდებოდნენ სამუშაოზე და ექმნებოდათ ჯანმრთელობის პრობლემები, მკურნალობის ხარჯებს კი დამსაქმებელი იხდიდა. სხვა ფაქტორი იყო შრომისუნარიანობის დაქვეითება, რაც სავარაუდოდ მოჰყვებოდა აბსტინენციის სიმპტომებს (ეგრეთ წოდებული ლომკა).

იტალია

„პასტორებისა და ღრმად მორწმუნე ადამიანების სიტყვები არ ეთავსება მათსავე საქმეებს, რაც ძირს უთხრის ეკლესიის სანდოობას“ (პაპი ფრანცისი).

მალაიზია

მალაიზიის ხელისუფლებამ აღმოაჩინა 24 ტონა კონტრაბანდული სპილოს ძვალი — 1000-ზე მეტი სპილოს ეშვი, რომელიც დამალული იყო ამერიკული წითელი ხით დატვირთულ ორ გემზე. როგორც გარემოს დამცველები აღნიშნავენ, ამ რაოდენობის სპილოს ძვალი არასდროს ამოუღიათ. გემები ტოგოდან ჩინეთში მიემგზავრებოდნენ.

აფრიკა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2012 წლის მონაცემებით სიკვდილიანობის 63 პროცენტი გამოწვეულია ისეთი გადამდები დაავადებებით, როგორიცაა: აივ-ი, შიდს-ი, დიარეა, მალარია, ტუბერკულოზი და ბავშვთა დაავადებები.

ავსტრალია

სმარტფონებსა და სხვა მოწყობილობებში დაპროგრამებული აზარტული თამაშები საკმაოდ პოპულარული გახდა ბავშვებში. ზოგი მათგანი ძალიან ჰგავს ნამდვილ კაზინო თამაშებს, თუმცა მოგება აქ უფრო ადვილია. მთავრობა გაფრთხილებას იძლევა, რომ ასეთმა გასართობმა პროგრამებმა ბავშვებისთვის აზარტული თამაშები შეიძლება სავსებით მისაღები გახადოს „და მომავალში ისინი აზარტულ მოთამაშეებად ჩამოაყალიბოს“.