წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! იანვარი 2014

 ბიბლიის თვალსაზრისი

შემოქმედება

შემოქმედება

ექვს 24-საათიან დღეში შექმნა ღმერთმა დედამიწა, როგორც ამას ზოგი კრეაციონისტი აცხადებს?

„თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“ (დაბადება 1:1).

რას ამბობს ბიბლია.

ბიბლია დაბადების 1:1-ში ამბობს, რომ ღმერთმა სამყარო, მათ შორის დედამიწა, შექმნა „თავდაპირველად“. მასში კონკრეტული თარიღი მოხსენიებული არ არის. თანამედროვე მეცნიერება ეთანხმება იმ აზრს, რომ სამყაროს დასაწყისი ჰქონდა. მეცნიერების ბოლოდროინდელი თეორიებით დედამიწა 14 მილიარდი წლისაა.

ბიბლიაში აგრეთვე აღწერილია ექვსი შემოქმედებითი „დღე“. თუმცა არსად არის ნათქვამი, რომ ეს დღეები 24-საათიანი ხანგრძლივობის იყო (დაბადება 1:31). ბიბლიაში სიტყვა „დღე“ დროის სხვადასხვა ხანგრძლივობაზე მიუთითებს. მაგალითად, ის მოიცავს მთელი შემოქმედების პერიოდს, „დღეს, როდესაც იეჰოვა ღმერთმა ცა და დედამიწა შექმნა“ (დაბადება 2:4). აშკარაა, რომ ეს შემოქმედებითი „დღეები“ მრავალ ათასწლიან პერიოდს მოიცავს (ფსალმუნი 90:4).

რატომ უნდა გვაინტერესებდეს.

კრეაციონისტების მცდარმა შეხედულებებმა შეიძლება ბიბლიისადმი თქვენი ნდობა შეარყიოს. მეორე მხრივ, თუ ბიბლიაში შემოქმედებაზე ზუსტი და სარწმუნო ინფორმაცია წერია, თქვენ ნამდვილად შეძლებთ ღვთიური სიბრძნის მიღებას (იგავები 3:21).

 ევოლუციის მეშვეობით შექმნა ღმერთმა სიცოცხლე დედამიწაზე?

«თქვა ღმერთმა: „წარმოშვას მიწამ ცოცხალი სულები მათი გვარისდა მიხედვით“» (დაბადება 1:24).

რას ამბობს ბიბლია.

ღმერთს სიცოცხლე მარტივი ფორმით არ შეუქმნია, რომ შემდეგ ევოლუციის გზით რთულ ფორმებად გარდაქმნილიყო. პირიქით, ღმერთმა შექმნა რთული აგებულების მცენარეები და ცხოველები, რომელთაც მისცა გამრავლების უნარი „მათი გვარისდა მიხედვით“ (დაბადება 1:11, 21, 24). ამ პროცესის შედეგად, რომელიც დღესაც გრძელდება, დედამიწაზე მრავლდება ის სახეობები, რომლებიც ღმერთმა თავდაპირველად შექმნა (ფსალმუნი 89:11).

ბიბლია არ აკონკრეტებს რა ცვლილებები ხდება სახეობის შიგნით, მაგალითად მაშინ, როცა ხდება ერთი სახეობის ცხოველების შეჯვარება და გარემო პირობებთან შეგუება. მართალია, ზოგი ამ პროცესებს ევოლუციას მიაწერს, მაგრამ ახალი სახეობის სიცოცხლე ნამდვილად არ წარმოიშობა. თანამედროვე კვლევები მხარს უჭერს იმ მოსაზრებას, რომ მცენარეებისა და ცხოველების ძირითადმა სახეობებმა მთელი ამ ხნის მანძილზე ძალიან მცირე ცვლილება განიცადეს.

რატომ უნდა გვაინტერესებდეს.

როდესაც ვხედავთ, რომ ბიბლია მეცნიერული სიზუსტით აღწერს ძირითად სახეობათა წარმოშობის ისტორიას, ამ წიგნისადმი ნდობა გვიძლიერდება და ვრწმუნდებით, რომ ბიბლიური ისტორია და წინასწარმეტყველებები ზუსტია.

საიდან გაჩნდა სამყაროს შესაქმნელად საჭირო ნედლეული?

„მე, ჩემმა ხელმა გადაჭიმა ზეცა“ (ესაია 45:12).

რას ამბობს ბიბლია.

ღმერთი უსაზღვრო ძალას ანუ ენერგიას ფლობს (იობი 37:23). ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მეცნიერები ასწავლიან, რომ ენერგია შეიძლება გარდაიქმნას მატერიად. ბიბლია ამბობს, რომ ღმერთი თავად არის „დიდი ძლიერების“ წყარო, რითაც სამყარო შექმნა (ესაია 40:26). ღმერთი გვპირდება, რომ სამყაროს შესანარჩუნებლად ყოველთვის გამოიყენებს თავის ძალას. ბიბლიაში მზესთან, მთვარესთან და ვარსკვლავებთან დაკავშირებით ნათქვამია: „[ღმერთით] დგანან ისინი მარადიულად, სამარადისოდ“ (ფსალმუნი 148:3—6).

რატომ უნდა გვაინტერესებდეს.

ასტრონომმა ალან სენდეიჯიმ ერთხელ აღნიშნა: „მეცნიერებას არ ძალუძს რთულ კითხვებზე პასუხის გაცემა. კითხვაზე, როგორ გაჩნდა არაფრისგან სამყარო, მეცნიერებს პასუხი არ გააჩნიათ“. ბიბლია არა მარტო გვიხსნის სამყაროს წარმოშობის ისტორიას, რაც სრულ თანხმობაშია მეცნიერებასთან, არამედ მეცნიერებისთვის ჩაუწვდომელ კითხვებზეც გვპასუხობს. მაგალითად, ბიბლია გვიხსნის, რა არის ღვთის განზრახვა დედამიწასთან და ადამიანებთან დაკავშირებით. *

[სქოლიო]

^ აბზ. 16 მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, მე-3 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

გაიგეთ მეტი

რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით?

ბიბლია მოგვითხრობს, თუ რატომ შექმნა ღმერთმა დედამიწა, როდის მოეღება ბოლო ტანჯვას, რა ელის დედამიწას მომავალში და ვინ იცხოვრებს მასზე.

ვინ არის ღმერთი?

აქვს ღმერთს სახელი და ზრუნავს ის ჩვენზე?