წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! იანვარი 2014

 რჩევები ოჯახებს | ახალგაზრდები

როგორ უნდა გაუმკლავდე თანატოლების ზეგავლენას

როგორ უნდა გაუმკლავდე თანატოლების ზეგავლენას

პრობლემა

„დაბალ კლასებში რომ ვსწავლობდი, თანაკლასელებისგან გარიყული ვიყავი, რაც გულს მტკენდა. ამიტომ მაღალ კლასებში რომ გადავედი, გარეგნობა და შეხედულებები შევიცვალე, თუმცა არა უკეთესობისკენ. იმდენად მინდოდა, მეგობრები მყოლოდა, რომ მათი გავლენის ქვეშ მოვექეცი და ყველაფერს ვაკეთებდი, მათი მოწონება რომ დამემსახურებინა“ (16 წლის ჯენიფერი). *

თუ შენც მსგავს პრობლემას ხვდები, ეს სტატია დაგეხმარება მასთან გამკლავებაში.

როცა თანატოლების ზეგავლენას ვერ უძლებ, ემსგავსები რობოტს, რადგან სხვებს იმის უფლებას აძლევ, როგორც უნდათ ისე გმართონ. რატომ უნდა მივცეთ მათ ამის უფლება? (რომაელები 6:16).

რა უნდა იცოდე

თანატოლების ზეგავლენამ შეიძლება კარგ ადამიანებს ცუდი საქციელი ჩაადენინოს.

„ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:33).

„ზოგჯერ შეიძლება ის გავაკეთოთ, რაც ვიცით, რომ ცუდია, რადგან ძალიან გვინდა, ვაამოთ ადამიანებს“ (დეინა).

სინამდვილეში ზოგჯერ თვითონ ვახდენთ საკუთარ თავზე ზეგავლენას.

„მინდა ვაკეთო, რაც სწორია, მაგრამ თან მდევს ცუდი“ (რომაელები 7:21).

„ვგრძნობ, რომ ხშირად თავად ვახდენ საკუთარ თავზე გავლენას. სინამდვილეში, მე თვითონვე მინდება ის, რაზეც ჩემი თანატოლები აღფრთოვანებით ლაპარაკობენ ხოლმე“ (დაიანა).

შეგიძლია იამაყო იმით, რომ უმკლავდები თანატოლების ზეგავლენას.

„სუფთა სინდისი გქონდეთ“ (1 პეტრე 3:16).

„ერთ დროს ძალიან მიჭირდა, წინააღმდეგობა გამეწია თანატოლებისთვის, მაგრამ ახლა არ მეშინია, რომ განსხვავებული ვარ და მტკიცედ ვიცავ ჩემს გადაწყვეტილებებს. არაფერი ჯობია იმას, როცა სუფთა სინდისით იძინებ“ (კარლა).

 როგორ შეგიძლია მოიქცე

როცა თანატოლები არასწორი საქციელისკენ გიბიძგებენ, გაითვალისწინე შემდეგი:

იფიქრე შედეგებზე. ჰკითხე საკუთარ თავს: „რა მოხდება, თუ მათ გავლენაში მოვექცევი და ავყვები? რას იფიქრებენ ჩემი მშობლები ჩემზე? როგორი წარმოდგენა დამრჩება საკუთარ თავზე?“ (ბიბლიური პრინციპი: გალატელები 6:7).

„მშობლები მეკითხებიან ხოლმე, რა შეიძლება მოხდეს, თუ თანატოლებს ავყვები. ისინი მეხმარებიან იმის დანახვაში, თუ როგორ შეუძლიათ თანატოლებს უარყოფითად იმოქმედონ ჩემს მომავალზე“ (ოლივია).

მტკიცედ დარწმუნდი შენს შეხედულებებში. ჰკითხე საკუთარ თავს: „რატომ ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება კარგს არაფერს მომიტანს არც მე და არც სხვებს?“ (ბიბლიური პრინციპი: ებრაელები 5:14).

«როცა პატარა ვიყავი, უბრალოდ „არას“ ვამბობდი ან მოკლედ ვპასუხობდი. მაგრამ ახლა შემიძლია მათ კარგად ავუხსნა, რატომ ვიქცევი ასე ან ისე. მტკიცედ ვარ დარწმუნებული იმაში, თუ რა არის სწორი და რა — არასწორი. პასუხის გაცემა სხვისი დახმარების გარეშეც შემიძლია» (ანიტა).

იფიქრე იმაზე, როგორი პიროვნება გინდა, რომ იყო. ჰკითხე საკუთარ თავს: „როგორი პიროვნება მინდა, რომ ვიყო?“ შემდეგ დაფიქრდი, რა ზეგავლენას ხვდები და ჰკითხე საკუთარ თავს: „როგორ მოიქცეოდა ეს პიროვნება ამ სიტუაციაში?“ (ბიბლიური პრინციპი: 2 კორინთელები 13:5).

„სრულიად მაკმაყოფილებს ის, როგორიც ვარ და სულაც არ მადარდებს სხვები რას ფიქრობენ ჩემზე. გარდა ამისა, ბევრს იმიტომ უნდა ჩემთან ურთიერთობა, რომ ჩემს პიროვნებას არ ვნიღბავ“ (ალისია).

იფიქრე მომავალზე. თუ სკოლის მოსწავლე ხარ, რამდენიმე წელიწადში ან შეიძლება თვეშიც კი, იმ ადამიანებს, რომლებზეც ცდილობ შთაბეჭდილების მოხდენას, შეიძლება მთელი ცხოვრება ვეღარც კი შეხვდე.

„როცა სკოლის დროინდელ სურათებს ვათვალიერებ, ზოგიერთი თანაკლასელის სახელს ვერც კი ვიხსენებ. მაგრამ სკოლის პერიოდში მათი შეხედულებები უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ვიდრე ჩემი შეხედულებების მტკიცედ დაცვა. რა სულელი ვიყავი!“ (22 წლის დოუნი).

მოემზადე. ბიბლიაში ნათქვამია: „იცოდეთ, ვის როგორი პასუხი გასცეთ“ (კოლოსელები 4:6).

„მშობლები მე და ჩემს დას გვეხმარებოდნენ სიტუაციების წარმოდგენასა და მათ გათამაშებაში, რათა რეალური სიტუაციების დროს გვცოდნოდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავით“ (კრისტინა).

^ აბზ. 4 ამ სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.

გაიგეთ მეტი

გიბიძგებენ მეგობრები ცუდისკენ?

გაიგე, როგორ შეგიძლია თავი აარიდო ან საერთოდ გაექცე ზეწოლას.

შემოუთავაზებიათ შენთვის სქესობრივი ურთიერთობა?

ღირს დაჰყვე ცდუნებას, რომ ქორწინებამდე გქონდეს სექსი? შეძლებ გაუძლო ამ ცდუნებას?