წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! დეკემბერი 2013

 ბიბლიის თვალსაზრისი

იესო

იესო

ღმერთია იესო?

„ღმერთი არავის არასოდეს უხილავს“ (იოანე 1:18).

რას ამბობს ხალხი.

ბევრი ფიქრობს, რომ იესო არ არის ღმერთი, სხვებს კი ბიბლიიდან ისეთი მუხლები მოჰყავთ, რომლებიც თითქოსდა ადასტურებს, რომ იესო ღვთის თანასწორია.

რას ამბობს ბიბლია.

ბიბლიაში იესო არ არის წარმოჩენილი, როგორც უზენაესი ღმერთი ან ღვთის თანასწორი. პირიქით, ის არაორაზროვნად ამბობს, რომ იესოს შედარებით დაბალი მდგომარეობა უკავია. მაგალითად, ბიბლიაში ვკითხულობთ იესოს სიტყვებს: „მამა ჩემზე დიდია“ (იოანე 14:28). მასში ისიც წერია, რომ „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს“ (იოანე 1:18). ვინაიდან იესო მრავალმა ნახა, შეუძლებელია ის ღმერთი იყოს.

იესოს მოწაფეებს არ უთქვამთ, რომ იესო ღმერთი იყო. მაგალითად, იოანემ თავისი სახარების შესახებ თქვა: „ესენი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ღვთის ძე“ (იოანე 20:31). *

 როდის დაიბადა იესო?

„მწყემსები იყვნენ ველად და ღამით თავიანთ სამწყსოს დარაჯობდნენ“ (ლუკა 2:8).

რას ამბობს ხალხი.

ზოგი 25 დეკემბერს ქრისტესშობას აღნიშნავს, რადგან თვლის, რომ იესო ამ დღეს დაიბადა. ზოგი კი ფიქრობს, რომ იესო იანვრის დასაწყისში დაიბადა.

რას ამბობს ბიბლია.

ბიბლიაში არსად წერია იესოს დაბადების თარიღი. თუმცა ის კი წერია, რომ როცა იესო დაიბადა, „მწყემსები იყვნენ ველად და ღამით თავიანთ სამწყსოს დარაჯობდნენ“ (ლუკა 2:8). ნაკლებად დასაჯერებელია, რომ დეკემბერსა და იანვარში მწყემსები ფარას ღამით ღია ცისქვეშ დატოვებდნენ. რატომ?

იმ მხარეში, სადაც იესო დაიბადა დეკემბერსა და იანვარში მწვავე სიცივეები იცის. წელიწადის ამ დროსთან დაკავშირებით ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ხალხი „კანკალებდა . . . თავსხმა წვიმის გამო“ (ეზრა 10:9, 13; იერემია 36:22). ასეთ სეზონზე მწყემსები ნამდვილად ვერ გამოიყვანდნენ ფარას ველად.

ნამდვილად აღდგა იესო?

„ღმერთმა ის მკვდრეთით აღადგინა“ (საქმეები 3:15).

რას ამბობს ხალხი.

ზოგის აზრით, შეუძლებელია, მკვდარი გაცოცხლდეს, თუნდაც იესო.

რას ამბობს ბიბლია.

იესო თავის მიმდევრებს ეუბნებოდა, რომ უნდა „ეტანჯა . . . მოეკლათ და მესამე დღეს აღმდგარიყო“ (მათე 16:21). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ იესო 500-ზე მეტ ადამიანს გამოეცხადა (1 კორინთელები 15:6). თვითმხილველებს უკვე აღარ ეპარებოდათ ეჭვი, რომ იესო მკვდრეთით აღდგა. ისინი იმისთვისაც კი იყვნენ მზად, რომ ამ რწმენისთვის მომკვდარიყვნენ (საქმეები 7:51—60; 12:1, 2).

რატომ უნდა გვაინტერესებდეს?

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იესოს სიკვდილმა და აღდგომამ კაცობრიობას დედამიწაზე სამოთხისკენ მიმავალი გზა გაუხსნა (ფსალმუნი 37:11, 29; გამოცხადება 21:3, 4). იესოსა და მისი მამის, ყოვლისშემძლე ღვთის, იეჰოვას მიერ გამოვლენილი სიყვარულის წყალობით, შესაძლებლობა გვეძლევა, სამოთხედქცეულ დედამიწაზე ბედნიერი და მარადიული ცხოვრებით გავიხაროთ (იოანე 3:16; რომაელები 6:23).

^ აბზ. 7 ბიბლიაში არსად წერია, რომ ღმერთს პირდაპირი გაგებით ცოლი ჰყავდა, ვისგანაც შვილები შეეძინა. ბიბლიაში იესოს „ღვთის ძე“ იმიტომ ეწოდება, რომ ღმერთმა ის უშუალოდ შექმნა. გარდა ამისა, იესო თვისებებით ძალიან ჰგავს მამას.