წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! დეკემბერი 2013

 ვინ შექმნა?

დნმ-ის ინფორმაციული საცავი

დნმ-ის ინფორმაციული საცავი

კომპიუტერის მომხმარებლებს შეუძლიათ საკმაოდ დიდი მოცულობის ციფრული ინფორმაციის შენახვა შემდგომი გამოყენების მიზნით. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ დნმ-ზე დაკვირვებით, რომელსაც ინფორმაციის ტევადობის მხრივ ვერანაირი მოწყობილობა ვერ შეედრება, შექმნიან ისეთ ინფორმაციულ საცავს, რომელიც რევოლუციურ ცვლილებებს მოახდენს.

დაფიქრდით: ცოცხალ უჯრედებში არსებული დნმ უსაზღვროდ დიდ ბიოლოგიურ ინფორმაციას შეიცავს. „დნმ შეგვიძლია ბეწვიანი მამონტების ძვლებიდან ავიღოთ . . . და ბევრ რამეს ნათელი მოვფინოთ, — ამბობს ნიკ გოლდმენი, ევროპის ბიოინფორმატიკის ინსტიტუტის თანამშრომელი. — ამასთანავე, ის საოცრად პატარაა, კომპაქტურია და მის შენახვას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება. ასე რომ, მისი გადატანა და შენახვა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს“. შეუძლია დნმ-ს ადამიანის მიერ შექმნილი მონაცემთა ბაზის შენახვა? მეცნიერების თქმით, ეს შესაძლებელია.

მეცნიერებმა დნმ-ში ჩატვირთეს კოდირებული ტექსტი, სურათები და აუდიო-ფაილები, თითქმის ისევე, როგორც ეს ელექტრონული ინფორმაციის შემნახველ მოწყობილობებში ხდება. მოგვიანებით მეცნიერებმა შეძლეს შენახული ინფორმაციის წაკითხვა ასპროცენტიანი სიზუსტით. მათ სჯერათ, რომ დროთა განმავლობაში ამ მეთოდის გამოყენებით ერთი გრამი ხელოვნური დნმ დაიტევს დაახლოებით 3 მილიონ CD დისკზე არსებულ ინფორმაციას და მისი შენახვა შესაძლებელი გახდება ასობით და შესაძლოა ათასობით წლის განმავლობაშიც კი. სავარაუდოდ, ინფორმაციის ამგვარ საცავს შეუძლია შეინახოს მთელ მსოფლიოში არსებული ელექტრონული ინფორმაცია. ასეთ დნმ-ს მართებულად შეიძლება ეწოდოს „უსაზღვრო მოცულობის მყარი დისკი“.

რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგია ის, რომ დნმ-ს ინფორმაციის შენახვის ამოუწურავი შესაძლებლობა აქვს თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?